| From : | Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge> |
| To : | Ivane Bibilashvili <ibibilashvili@moh.gov.ge>; tmodebadze@ssa.gov.ge |
| Subject : | FW: ტრეინინგი შშმ პირთა უფლებების შესახებ_16.03 |
| Cc : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Nato Chapidze <nchapidze@moh.gov.ge>; Nino Jinjolava <njinjolava@moh.gov.ge>; Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge> |
| Received On : | 11.03.2019 10:02 |
| Attachments : |
კოლეგებო,
გიგზავნით მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოგზავნილ მეილს (იხ.ქვემოთ).
წეირლის შინაარსიდან გამომდინარე ამ ტრეინიგზე უნდა წავიდეს სამინისტრო/სააგენტოს “front desk“-ი, საქმის წარმოების თანამშრომლები.
გთხოვთ განიხილოთ და პასუხი აცნობოთ მთავრობის ადმინისტრაციას.
პატივისცემით,
ნუცი
From: Mariam Jajanidze [mailto:mjajanidze@gov.ge]
Sent: Monday, March 11, 2019 1:45 PM
To: nmezvrishvili@mia.gov.ge; m.peradze@mia.gov.ge; iabuladze@mes.gov.ge; Tamar Barkalaia
Cc: Natalia Jaliashvili
Subject:
ძვირფასო კოლეგებო მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველმა 2018 წლის აგვისტოს თვეში რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას. რეკომენდაციის თანახმად, მოქალაქეს ბრაილის შრიფტით შედგენილი განცხადების საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ჩაბარების შესაძლებლობა არ მიეცა. აღნიშნულის გამო, საქართველოს სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ განმცხადებელს შეეზღუდა გამოხატვის და ადმინისტრაციული ორგანოებისადმი მიმართვის უფლება, რომელიც გარანტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციითა და ეროვნული კანონმდებლობით. შესაბამისად, სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა შემდეგი შინაარსის რეკომენდაციით:
ü უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის ბრაილის შრიფტით და სხვა ალტერნატიული ფორმებით შედგენილი განცხადებით მიმართვის შესაძლებლობა;
ü აღნიშნული სერვისის დანერგვის მიზნით, უზრუნველყოს საქმისწარმოების სამსახურის თანამშრომლების გადამზადება და საჭიროების შემთხვევაში, ბრაილის შრიფტით და სხვა ალტერნატიული ფორმებით შედგენილი განცხადების შინაარსის გაგების მიზნით შესაბამისი სპეციალისტების მოწვევა.
ზემოაღნიშნული რეკომენდაციის საფუძველზე და მსგავსი შემთხვევების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნომ გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით დაგეგმა ერთ დღიანი ტრეინინგი „კომუნიკაციისა და ქცევის ეტიკეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურებისას“. ტრეინინგი ჩატარდება მიმდინარე წლის 16 მარტს, სასტუმროში „ჰოლიდეი ინნ“-ში 10:00-დან 16:00 საათამდე. დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული დღის წესრიგი.
16 მარტს დაგეგმილ ტრეინინგში მონაწილეობის მიღების მიზნით, გთხოვთ, თქვენი უწყების შესაბამისი სამსახურიდან წარმოგვიდგინოთ ერთი ან ორი პირის კანდიდატურა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია მიმდინარე წლის 14 მარტის ჩათვლით.
პატივისცემით,
მარიამ ჯაჯანიძე M: +995 571 260 660 |