| From : | Tamar Gvilava <tgvilava@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; vgazdeliani@ssa.gov.ge; lgogodze@ssa.gov.ge; Zaza Janashvili <zjanashvili@moh.gov.ge>; Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>; tgotsadze@ssa.gov.ge; ttevdorashvili@ssa.gov.ge |
| Subject : | სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაუდებელი წესით ჩარიცხვის კომისია |
| Received On : | 04.03.2019 07:23 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ სამინისტროში შემოსულია ინფორმაცია მოქალაქე რიმა ჯოლოხავასთან დაკავშირებით, რომელიც 27 თებერვალს საპატრულო პოლიციის მიერ აღმოჩენილ
იქნა მიუსაფარ მდგომარეობაში ქ. თბილისში, გოგოლის ქუჩაში. ქალბატონი არის 53 წლის, მეორე ჯგუფის ინვალიდი.
პოლიციის მიერ ვერ მოხერხდა მისი საცხოვრებელი მისამართის, ასევე ოჯახის წევრების მოძიება.
მოქ. რიმა ჯოლოხავას არ აქვს არსად წასასვლელი, ამჟამად იმყოფება ,,დედა ტერეზას თავშესაფარში’’, სადაც მისი გაჩერება მოხდება არაუგვიანეს 5 მარტის დილამდე.
გამომდინარე აქედან, სასწრაფოდ მისაღებია გადაწყვეტილება რიმა ჯოლოხავას სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაუდებელი წესით ჩარიცხვასთან დაკავშირებით.
ვინაიდან დღეს კომისიის ჩატარება ვერ ხერხდება, გთხოვთ, მომწეროთ თქვენი მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და თქვენი თანხმობის შემთხვევაში მოვამზადებ ოქმს
რიმა ჯოლოხავას სპეციალიზებულ დაწესებულებაში გადაუდებელი წესით ჩარიცხვასთან დაკავშირებით.
პატივისცემით,
თათია გვილავა
სოციალური დაცვის დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა
და პროგრამების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი