From : Eka Dgebuadze <edgebuadze@mes.gov.ge>
To : kiladzesopo41@gmail.com; Irina Abuladze <iabuladze@mes.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge
Subject : სოციალური მუშაკების სერტიფიცირების პროგრამა
Cc : Anna Phirtskhalashvili <a.phirtskhalashvili@gruni.edu.ge>; Sophio Morgoshia <smorgoshia@mes.gov.ge>
Received On : 28.02.2019 16:38

ქალბატონო სოფო მოგესალმებით,

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს დაწყებული აქვს  სოციალური მუშაკების სერტიფიცირების პროცესი. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა სამინისტროში ოფიციალურად შემოიტანა სოციალური მუშაობის სერტიფიცირების პროგრამა.

მეორე ეტაპის პროცედურების დაწყებისთვის მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ სერტიფიცირების ჩატარების ფორმა. როგორც შეხვედრის დროს გამოიკვეთა გვაქვს სამი ვარიანტი:  

 

1.       განათლების სამინისტროს მიერ პროგრამის განხორციელება გადაეცეს პირდაპირ პროგრამის განმახორციელებელ უნივერსიტეტებს (ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი, ილიაუნი და სხვა);

2.       გამოცხადდეს ტენდერი;

3.       პროგრამა განახორციელოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა.

საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისთვის, თქვენთან ერთად გვინდა შევთანხმდეთ სერტიფიცირების ჩატარების რომელი ფორმა იქნება მისაღები, რათა დროულად დავიწყოთ სერტიფიცირების პროცედურები.

 

-         სერტიფიცირების პროგრამა მოიცავს 40 კრედიტს, ერთ ჯგუფში განსაზღვრულია არაუმეტეს 50 მონაწილე და ერთი ჯგუფის პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 57 606 ლარს;

-         2019 წელს დაგეგმილი გვაქვს 2 ჯგუფის ჩატარების ორგანიზება, რაც სრულად მოიცავს პროგრამის ჩატარებისთვის სამინისტროს ამ წლის  ბიუჯეტს;

-         ლექციების ჩატარების დღეებად განისაზღვრა კვირაში სამი დღე (ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი);

-         UNICEF - ის ექსპერტულ ჩართულობას ვხედავთ ToR-ის მომზადების პროცესში. (ტენდერის გამოცხადების  შემთხვევაში სატენდერო განაცხადის მომზადებაში, კონკურსის ჩატარების შემთხვევაში საკონკურსო განაცხადის მომზადებაში);

-         რაც შეეხება რეგიონული უნივერსიტეტების განვითარების ნაწილს, 2019 წელს სამინისტროს არ აქვს განსაზღვრული დამატებითი თანხები ამ ღონისძიების განხორციელებისთვის, ჩვენ დავაზუსტებთ ERASMUS + პროგრამის გამოცხადების პერიოდს და ვფიქრობთ რეგიონის უნივერსიტეტებთან ერთად მონაწილეობა მივიღონ განაცხადის მომზადებაში. ERASMUS + პროგრამასთან დაკავშირების კონსულტაციას გავივლით და დამატებით მოგაწვდით ინფორმაციას.

 

როდესაც გვექნება შეთანხმებული პოზიცია სერტიფიცირების ჩატარების ფორმასთან დაკავშირებით, დავიწყებთ UNICEF-თან აქტიურ თანამშრომლობას.

 

 

პატივისცემით,

 

ეკა დგებუაძე

 

 

 

 

 

ეკატერინე დგებუაძე

ინკლუზიური განვითარების სამმართველოს უფროსი

სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მისამართიუზნაძის .#52, 0102 თბილისი

მობ: 577 17 33 01

http://www.mes.gov.ge/

 

____________

Ekaterine Dgebuadze

Head of Inclusive Development Division

Department of Strategic Development

Ministry of Education,Science, Culture and Sport of Georgia

Adress: 52 Uznadze street, 0102 Tbilisi, Georgia

Mobile: 577 17 33 01

http://www.mes.gov.ge/