მოგესალმებით ძვირფასო კომისიის წევრებო,
ა(ა)იპ _ საქართველოს სოლიდარობის ფონდის მუდმივმოქმედი კომისიის რიგით 140-ე სხდომაზე ელექტრონულ ფორმატში განსახილველად წარმოგიდგენთ ფონდში შემოსულ - 22
ბენეფიციარის 26 განცხადებას დაფინანსების თაობაზე.
წარმოდგენილი ოცდაექვსი განახცადით
მოთხოვნილია დაფინანსება საქართველოს
კლინიკებსა და აფთიაქებში, მედიკამენტის
შესაძენად. ჯამში წარმოდგენილია 93
367 (ოთხმოცდაცამეტი ათას სამას სამოცდაშვიდი) ლარის სამედიცინო
სერვისების დაფინანსების მოთხოვნა (სხვა სახელმწიფო პროგრამების მიერ თანადაფინანსების
გათვალისწინებით).
წერილზე თანდართულია ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია (დაფარული პირადი მონაცემებით) დანართი N1-ის სახით და სრული სამედიცინო დოკუმენტაცია (ატვირთული We Transfer-ის
პროგრამით).
https://we.tl/t-daCDz3BwTG
გთხოვთ, გაეცნოთ წარმოდგენილ დოკუმენტაციას, დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია წერილზე მიბმულ დოკუმენტში ("კომისიის ოქმი") და ხელმოწერილი დოკუმენტი მოგვაწოდოთ
სკანირებული ფორმით ელ-ფოსტის საშუალებით - solidarity@gov.ge 2020
წლის 18 ივნისის 17:00 საათამდე.
პატივისცემით,
ია მაქაცარია-ჩხაიძე
ა(ა)იპ საქართველოს სოლიდარობის ფონდის
აღმასრულებელი დირექტორი