| From : | hr <HR@moh.gov.ge> |
| To : | All MOH Users <everymoh@moh.gov.ge> |
| Subject : | საჯარო მოხელეთა VIII ფორუმი - შესრულებული სამუშაოს შეფასების შესახებ |
| Received On : | 18.06.2020 08:13 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, საჯარო მოხელეთა ფორუმის რიგით მერვე შეხვედრა თემაზე - „შესრულებული სამუშაოს შეფასება“ - გაიმართება მიმდინარე წლის 22 ივნისს, 13:45 საათიდან 16:00 საათამდე, ZOOM-ის ავტორიზებული პლატფორმის მეშვეობით და მონაწილეთა პერსონალური მონაცემების დაცვით.
შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებმა წინასწარ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია დანართის სახით გადმოგზავნილ ბმულზე.
სარეგისტრაციო ბმული გააქტიურდება 18 ივნისს, დილით, 10:00 საათიდან. სარეგისტრაციო ბმული ავტომატურად დაიხურება მას შემდეგ, რაც დარეგისტრირდება პირველი 100 მოხელე.
დარეგისტრირებული მოხელეები მიიღებენ ZOOM-ის ელექტრონულ ბმულს, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ ფორუმზე დასწრებას.
კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდით საჯარო სამსახურის ბიუროს ანალიტიკურ დეპარტამენტს 598 39 29 84; 593 73 37 00; 598 22 02 24; 577 24 45 99
პატივისცემით,
საუკეთესო სურვილებით,
ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159