From : hr <HR@moh.gov.ge>
To : All MOH Users <everymoh@moh.gov.ge>
Subject : საჯარო მოხელეთა IX ფორუმი - კლიმატის კრიზისი და მწვანე საჯარო სამსახური
Received On : 24.06.2020 14:10
Attachments :

მოგესალმებით,

 

გაცნობებთ, რომ საჯარო სამსახურის ბიუროსა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, საჯარო მოხელეთა ფორუმის რიგით მეცხრე შეხვედრა თემაზე - კლიმატის კრიზისი და მწვანე საჯარო სამსახური- გაიმართება მიმდინარე წლის 29 ივნისს, 13:45 საათიდან 16:00 საათამდე, ZOOM-ის ავტორიზებული პლატფორმის მეშვეობით და მონაწილეთა პერსონალური მონაცემების დაცვით.

 

შეხვედრაში მონაწილეობის მსურველებმა წინასწარ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია დანართის სახით გადმოგზავნილ ბმულზე.

 

სარეგისტრაციო ბმული გააქტიურდება 25 ივნისს, დილით, 10:00 საათიდან. სარეგისტრაციო ბმული ავტომატურად დაიხურება მას შემდეგ, რაც დარეგისტრირდება პირველი 100 მოხელე.

 

დარეგისტრირებული მოხელეები მიიღებენ ZOOM-ის ელექტრონულ ბმულს, რომლის მეშვეობითაც შეძლებენ ფორუმზე დასწრებას.

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდით საჯარო სამსახურის ბიუროს ანალიტიკურ დეპარტამენტს 598 39 29 84; 593 73 37 00; 598 22 02 24; 577 24 45 99

 

მადლობა თანამშრომლობისთვის.

 

 

საუკეთესო სურვილებით,

ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

 

MOH 1 Logo-GEO