| From : | Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge> |
| To : | giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge> |
| Subject : | სახელმწიფო პროგრამა/GSP პეტიციაზე წერილი/კანონპროექტები |
| Cc : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Sophiko Chelidze <schelidze@moh.gov.ge> |
| Received On : | 09.06.2020 10:11 |
| Attachments : |
ბატონო გია, შუადღე მშვიდობის!
გწერთ რამდენიმე მნიშვნელოვან, პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
როგორც იცით მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამის პროექტი ატვირთულია მთავრობაზე დასამტკიცებლად, თუმცა პანდემიამ შეაფერხა პროცესი. 2020 წლის სახელმწიფო პროგრამაში შევიტანეთ ცვლილებები, რომელიც ეხება პროგრამის ფარგლებში, საკვანძო კომპეტენციებში სამუშაოს მაძიებლების მომზადებას მათი დასაქმებადობის ხელშეწყობის მიზნით. საკვანძო კომპეტენციებში ვგულისხმობთ იმ ძირითად უნარჩვევებს, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს და უწყობს ხელს დასაქმებას. ეს შეიძლება იყოს სოციალური, პერსონალური, ციფრული და სხვ.
იმისათვის, რომ პროგრამამ იმუშაოს, აუცილებელია, შემუშავდეს ჩარჩო დოკუმენტი (განსაზღვრულია დადგენილებით), რომელსაც მე კვირის ბოლოს დავასრულებ. მაგრამ სანამ დოკუმენტზე მუშაობას დავასრულებ, ჩვენი მთავარი ამოცანაა, განვსაზღვროთ კონკრეტულად რომელი საკვანძო კომპეტენციები გახდეს ჩვენი სამიზნე. იმისათვის, რომ შემუშავდეს ჩარჩო დოკუმენტი, მოვიპოვეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი მასალა. ესენია, ახალგაზრდობის სააგენტოს კომპეტენციების ჩარჩო, ევროპის საბჭოს ჩარჩო რეკომენდაცია (ეს უნდა გახდეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი) და ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტი. სწორედ ამ დოკუმენტზე დაყრდნობით ვმუშაობთ (გიგზავნით დანართად).
თქვენ ასევე იცით, რომ პროგრამას ვახორციელებთ განათლების სამინისტროსთან ერთად. დღეს გვქონდა შეხვედრა სამინისტროს წარმომადგენლებთან და ვისაუბრეთ პროცესის დაძვრისკენ, განათლებისგან ველოდებით ინფორმაციებს და მერე ამაზე ცალკე დაგვჭირდება ჩვენი შიდა შეხვედრა.
მეორე საკითხი, რაზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო არის GSP პეტიცია და ამერიკელების წერილი (გიგზავნით დანართად), რომელიც შეეხება საკითხს, რომ საქართველოში შრომის კანონმდებლობა და მისი აღსრულების მექანიზმების შემუშავება ჯერ კიდევ მიუღწეველი მიზანია. წერილში საუბრობენ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტებზე (შრომის ინსპექციის შესახებ და შრომის კოდექსის ცვლილებები) და პროფკავშირების „საჩივრებზე“, რომ მათი და სოც. პარტნიორობის გავლით ხდება პროცესი და რომ საგრძნობლად შესუსტებულია ინიცირებული პროექტები. ამ საკითხზე ვისაუბრეთ მე და თქვენ იმ დღეს, რატომ და რა უშლის ხოლმე ხშირად პროცესს ხელს J GSP პეტიციის საკითხი უკვე 10 წელია დღის წესრიგში დგას და ყოველწლიურად ვართ შეწყვეტის საშიშროების წინაშე.
ამასთან, გაცნობებთ, რომ მალე მოხდება დასაქმების შესახებ საქართველოს კანონის პროექტის ინიცირება პარლამენტში, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის და არამარტო ჩვენთვის (ამ კანონის მიღება არის ევროკავშირთან ახალი მაკრო-ფინანსური შეთანხმების მთავარი წინაპირობა)
გთავაზობთ შეხვედრას ზემოაღნიშნული საკითხების განსახილველად ხვალ 10 მაისს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თუ რა თქმა უნდა თქვენთვის ეს დრო მისაღებია.
მადლობა!
სს
ლიკა