ქალბატონო თამილა,
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების სახელით, გვსურს მოგიწვიოთ შრომის
საერთაშორისო ორგანიზაციის (შსო) პატონაჟით ორგანიზებულ საერთაშორისო
კონფერენციაზე „გლობალური კომისიის ანგარიში შრომის მომავალზე და
საქართველოს პრიორიტეტები“. ღონისძიება გაიმართება მიმდინარე წლის 2 მაისს,
დარბაზში „რესპუბლიკა“ (სასტუმრო რადისონის კომპლექსი, „პირველი
რესპუბლიკის მოედანი“). კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ შსო-ს მშრომელთა
აქტივობების ბიუროს ხელმძღვანელი ქ-ნი მარია ჰელენა ანდრე და შსო-ს სხვა
წარმომადგენლები. კონფერენციაში აგრეთვე მონაწილეობენ საქართველოს
მთავრობის, პარლამენტის, დამსაქმებელთა ასოციაციის და აკრედიტებული
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
თქვენი მონაწილოების დადასტურების შემთხვევაში, მოგაწვდით ღონისძიების
დაწვრილებით დღის განრიგს. გთხოვთ, უმოკლეს ვადებში გვამცნოთ თქვენი
პოზიცია ელექტრონულ მისამართზე info@gtuc.ge
პატივისცემით,
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება