From : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Irma Gelashvili <igelashvili@moh.gov.ge>; Giorgi Bunturi <gbunturi@moh.gov.ge>
Subject : სასწრაფო - გერმანია - შეთანხმების პროექტი კომენტარებით
Received On : 09.12.2019 13:46
Attachments :

მოგესალმებით!

როგორც გაცნობეთ (ირმა, გიორგი), ამ შაბათ-კვირას მივიღე გერმანელებისგან შეთანხმების ტექსტის პროექტი, რომელიც დეტალურად განვიხილე, შევიტანე შესწორებები როგორც track-changes სახით ტექსტის ფორმულირებების შეცვლის მიზნით, ასევე კომენტარების გზით.

ირმა, გიორგი, როგორც ვიმსჯელეთ და გაგიზიარეთ გაწეული მუშაობის შედეგები, გიგზავნით გერმანული მხარის მიერ მოწოდებული ტექსტის პროექტის ჩემს მიერ დამუშავებულ ვერსიას, შემდეგი მიზნით; გთხოვთ,

-        კიდევ ერთხელ გაიაროთ ტექსტი, შესაძლო ღია საკითხების გამოსავლენად, იმაზე დამატებით რაც მე გიამბეთ;

-        ყველა ღიად დარჩენილი საკითხი/შეკითხვა/კომენტარი გერმანული მხარის მიმართ, ამოწეროთ და ჩამოაყალიბოთ ცალკე დოკუმენტად;

-        ასევე ცალკე ჩამოაყალიბოთ ქართული მხარის ვალდებულებები, რაც გერმანელებს შევპირდით;

-        ამ რთულ დოკუმენტთან ერთად (რომელშიც track-change-ებიც არის და კომენტარებიც), გააკეთოთ ერთი ვერსია მხოლოდ track-change-ებით და ერთი სუფთა.

თამუნა, გთხოვ, განიხილო ტექსტი და მომწერო შენი აზრი, თუ რამე ასპექტია გამორჩენილი... ასევე, გერმანელებს რომ შევპირდით რამდენიმე საკითხზე ინფორმაციის მიწოდებას, მათ შორის, პირადი მონაცემების შემცველი ინფორმაციის გერმანული მხარისათვის გაგზავნის დაცულ მექანიზმზე - ვფიქრობ ამ თემაზე კარგი იქნება, დასაქმების სააგენტოს სამომავლო მუშაობის კონტექსტში, რომ დაელაპარაკო პირადი მონაცემების დაცვის ინსპექტორს და შევაჯეროთ მოსაზრებები, გერმანული მხარის ინფორმირების მიზნით(?) ასევე, social security-ის კუთხით, ამ დღეებში რომ შევიკრიბოთ თუ საჭიროა და ერთად გადავწყვიტოთ რა მიდგომა გვექნება. ამასთან, გიგზავნი გერმანული მხარის მიერ შემუშავებულ, ორ-დღიანი კონფერენციის/მოლაპარაკებების მოკლე ოქმის პროექტს, რომელზეც ასევე ვიმუშავე და შევიტანე ჩემი შესწორებები (both again – track-changes and comments). გთხოვ, განიხილე შენც და მითხარი მოსაზრებები.

 

კვირის ბოლომდე ვგეგმავთ ტექსტზე და ოქმზე ჩვენი პოზიციის გაგზავნას გერმანული მხარისათვის, რომ მოესწროს დოკუმენტებზე მუშაობის დასრულება წლის ბოლომდე, იანვრის დასაწყისში შეთანხმების ხელმოწერის მიზნით. გერმანულ მხარეს გამოსაგზავნი აქვს დანართები და შესაბამისი ფორმები, რაც ასევე უნდა განვიხილოთ...

 

აბა დროებით და საუკეთესო სურვილებით,

თეა