From : Tatia Khabeishvili <tatia.khabeishvili@gmail.com>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; gtsotskolauri@moh.gov.ge
Subject : სასამართლოს საქმეები
Cc : Tamar KERDZAIA <kerdzaia.t@gmail.com>
Received On : 26.03.2020 17:50
Attachments :

კოლეგებო,

მოკლედ მინდა ჩემი და თამარის პოზიცია მოგახსენოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და არსებულ რისკებთან დაკავშირებით მოგაწოდოთ ინფორმაცია:

როგორც იცით, სსიპ სოციალური სააგენტოდან სოციალური მუშაკების ნაწილი გათავისუფლდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კერძოდ, ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რაც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას. აღნიშნული საფუძვლით დასაქმებულის გათავისუფლების შემთხვევაში, ერთდროულად სახეზე უნდა იყოს ორი კრიტერიუმი:

1. ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები;

2. სამუშაო ძალის შემცირება.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოდ სახეზეა ორგანიზაციული ცვლილებები, თუმცა საკამათო რჩება სამუშაო ძალის შემცირება. თუ ამ პროცესს მთლიანობაში შევხედავთ, სურათი არის შემდეგი - სოციალური სააგენტოდან მზრუნველობა მეურვეობასთან დაკავშირებული ფუნქციები გადავიდა − სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში (სახეზეა ორგანიზაციული ცვლილებები), ხოლო თავის მხრივ, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში არ შემცირებულა შტატები, პირიქით გაიზარდა, რაც ბუნებრივია აჩენს ბევრ კითხვას და მოსამართლეში ქმნის განცდას, რომ ამგვარი სქემა შემუშავდა იმ მიზნით, რათა დამსაქმებელს კონკრეტულ პირებთან მიმართებით თავი აერიდებინა სხვა საფუძვლით გათავისუფლების დასაბუთებისათვის. შესაბამისად, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ სასამართლო ამ პროცესს შეაფასებს მთლიანობაში და რეორგანიზაციამდე სსიპ სოციალური მომსახურების სააგეტოში ამ მიმართულებით არსებული შტატების რაოდენობას შეადარებს სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში დღეს არსებული შტატების რაოდენობას. გარდა ამისა, შეიძლება სასამართლომ იმჯელოს დისრიმინაციასთან დაკავშირებითაც.

შემდეგი ყურადსაღები საკითხი არის სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსათვის „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ,, საქართველოს კანონით მინიჭებული დისკრეცია, რომლის თანახმად, მზრუნველობის სააგენტოს საჭიროების შემთხვევაში სოციალური მომსხურების სააგენტოდაან უნდა გადაყვანა თანამშრომლები. მიუხედავად კანონის ამგვარი ჩანაწერისა, საჭიროება არ უნდა გავიგოთ ისე თითქოს ჩვენი მხრიდან დასაბუთებას არ საჭიროებს მათი გათავისუფლება, სამსახურში არ აყვანა, ან სასამართლო ამ ჩანაწერის პირობებში არ იმსჯელებს და არ შეაფასებს ამ საჭიროებას. ვინაიდან, შრომის კოდექსი არის არეგულირებს შრომით სამართლებრივ ურთიერთობებს და ამასთან, იგი არის ორგანული კანონი, სიტყვა „საჭიროება“ განმარტებული უნდა იქნეს კონკრეტული მოცემულობისა და შრომის კოდექსის შესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, ეს საკითხები არც თუ ისე ნათელია, სასამართლოს თავად მოუწევს რიგი საკითხებზე მსჯელობა და შეფასება, შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ მოცემულ სიტუაციაში იმდენად მყარად ვართ, რომ არ არსებობს უარყოფითი შედეგის დადგომის რეალური შანსი. არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, ჩვენი სტრატეგია მიმართულია იქითკენ, რომ სააგენტოებს არ ჰქონდთ ურთიერთგამომრიცხავი და წინააღმდეგობრივი პოზიციები, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში მოსამართლეს უფრო გავუმძაფრებთ შეგრძნებას, რომ დამსაქმებელმა თავი აარიდა დასაქმებულის სხვა საფუძვლით გათავისუფლებას და შევარჩიოთ ისეთი სტრატეგია, სადაც უარყოფითი შედეგის დადგომის შანსი სხვა სტრატეგიასთან შედარებით მცირე იქნება.

Best Regards,


Tatia Khabeishvili

Legal Advisor

Ministry of IDP, Labour, Health and Social Affairs of Georgia

144, Ak. Tsereteli Ave. Tbilisi, Georgia

(+995) 599 80 08 15

 www.moh.gov.ge