მოგახსენებთ, რომ 29 მარტს 11 საათზე გაიმართება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა.დღის წესრიგით საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში, გათვალისწინებულია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნა, რომლის მიზანიც არის ერთის მხრივ - „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი და სწრაფი იმპლემენტაცია, ხოლო მეორეს მხრივ კანონის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი.
შესაბამისად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მოგმართავთ თხოვნით, იმპლემენტაციის პროცესში ჩართულმა ყველა უწყებამ კომიტეტს წარუდგინოს საკოორდინაციო საბჭოს წევრი/უწყების წარმომადგენელი.
როგორც მოგეხსენებათ, კანონის იმპლემტაციაში ჩართული უწყებებია:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;
2. სოციალური მომსახურების სააგენტო.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
4. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
5.საჯარო სამართლის იურიდიული პირი “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“;
6. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
7. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო