| From : | Tea Bakradze <tbakradze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | საკომუნიკაციო პლატფორმა |
| Received On : | 19.09.2019 08:41 |
| Attachments : |
მოგესალმებით ქალბატონო თამარ,
მოგეხსენბათ, რომ სამინისტრო გადადის მინისტრის მიერ ინიცირებული საკომუნიკაციო პლატფორმის აქტიური განხორციელების ეტაპზე. აღნიშნული პლატფორმის ფარგლებში, ქალბატონი ეკატერინეს დავალებით, PR-დეპარტამენტის მიერ შეიქმნა რამდენიმე დოკუმენტი სამინისტროს სერვისების, მოკავშირე უწყებებისა და სპიკერების ერთიანი ნუსხის შექმნის მიზნით.
გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტები და თქვენს დაქვემდებარებულ მიმართულებებში
· მიგვითითოთ არის თუ არა პროგრამების და სერვისების ნუსხა სრულად წარმოადგენილი. თუ არ არის, მიგვითითოთ რისი დამატებაა საჭირო თავისივე მოკლე განმარტებით.
· მიუთითოთ თუ ვის მიანიჭებთ სპიკერის სტატუსს კონკრეტულ საკითხებზე.
· მიუთითოთ სამინისტროს კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში მოკავშირე, პარტნიორი და მხარდამჭერი სუბიექტები ( ასეთის არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტების მოწოდება შესაძალებელია მომდევნო კვირის დასაწყისშიც.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.
თეა ბაქრაძე
სამინისტროს მასმედიასთან და საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამმართველო