მოგესალმებით,
მოგეხსენებათ, COVID 19-ით გამოწვეული, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის გამო მთლიანად ქვეყანა და მათ შორის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.
პანდემიის გამო გამოცხადებული საყოველთაო იზოლაციის პირობებში განათლების სისტემა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, რომლის პროცესშიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სენსიტიური საკითხია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის რელევანტური საგანმანათლებლო სერვისის შეთავაზება, ვინაიდან, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებები არის მრავალფეროვანი და ამ მრავალფეროვანი საჭიროებების გათვალისწინება უნდა მოხდეს დისტანციური სასწავლო პროცესის ორგანიზებისას.
მიმდინარე წლის 15 მაისს, 16:00 საათზე გიწვევთ ონლაინ შეხვედრაზე, რომლის მიზანიცაა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების დისტანციური სწავლების პროცესში სამინისტროს მხრიდან განხორციელებული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრა შედგება MICROSOFT TEAMS-ის საშუალებით.
პარასკევს 15 მაისს, დღის პირველ ნახევარში მიიღებთ ლინკს, რომლის საშუალებით შეძლებთ შევედრაზე დასწრებას.