| From : | Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | სააღმზრდელოების ლიცენზირება |
| Cc : | Nato Chapidze <nchapidze@moh.gov.ge> |
| Received On : | 31.10.2019 08:53 |
ქ-ნ თამუნა, მოვიკითხე სააღმზრდელოების ლიცენზირების თემა და სიტუაცია ასეთია:
ლიცენზირების კანონის მიხედვით იმ სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ, რომლებსაც არ აქვთ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია, 2018 წლის 1 სექტემბრამდე არ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 462 მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომა. ანუ 3000 ლარიანი ჯარიმა 2018 წლიდან უნდა გამოიყენონ ყველა იმ დაწესებულების მიმართ ვისაც არ აქვს ლიცენზია ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათ კოდექსის მიხედვით. ჩვენი ინფორმაციით მარტვილში არის მამა პეტრეს პატრონაჟით არსებული ამბროსი ხელაიას სახ. დაწესებულება, რომელიც წესით უნდა დააჯარიმონ, მაგრამ ნუცის უნდოდა ჩასვლა, რომ იქნებ მცირე საოჯახო გაკეთდესო.
რაც შეეხება ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებტან შესაბამისობას ეს გვიწერია ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებში:
2014 წლის 1 იანვრამდე მოქმედი დიდი ზომის ბავშვთა 24-საათიანი მომსახურებები (20-ზე მეტი ბავშვით), რომლებიც სრულად ვერ აკმაყოფილებენ ამ დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“, „გ.ბ.ბ“, „გ.ბ.გ“, „გ.დ“ ქვეპუნქტებით და მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, 2020 წლის 1 იანვრამდე გავრცელდეს შემდეგი სტანდარტები:
ა) ბენეფიციართა/აღმზრდელთა თანაფარდობა განისაზღვროს ყოველ 9 ბენეფიციარზე არანაკლებ ერთი აღმზრდელით;
ბ) ყოველ საძინებელ ოთახში:
ბ.ა) უნდა განთავსდეს არაუმეტეს 9 ბენეფიციარი;
ბ.ბ) თითოეული ბენეფიციარისთვის იყოს ლოგინი და საწოლი;
გ) საპირფარეშო (ვენტილაციით), საშხაპე, პირსაბანი (ცივი/ცხელი წყლით) 10 ბენეფიციარზე იყოს არანაკლებ ერთისა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციართა შემთხვევაში, აღნიშნული გარემო მორგებული უნდა იყოს ამ კატეგორიის ბენეფიციართა საჭიროებებზე;
დ) ბენეფიციართა კვებისათვის იყოს საკმარისი სასადილო ფართობი, სასადილო მაგიდასთან (მაგიდებთან) ბენეფიციარის ინდივიდუალური ადგილი და სკამი, იქონიოს და გამოიყენოს სათანადო რაოდენობის ჩაისა და სადილის ჭურჭელი (მაგ.: თეფშები, ფინჯნები, ლანგრები და სხვა) უჟანგავი ლითონის კოვზები, დანები და ჩანგლები.
ჩვენ შშმ მცირე საოჯახოს და მიუსაფრების სტანდარტების დამატებას ისედაც ვაპირებთ ამ ტექნიკურ რეგლამენტში, რაც წეღან მოგწერეთ და მაგ ცვლილებასტან ერთად 2022 წლის 1 იანვრამდე ჩავწერთ, თუ თანხმობა იქნება.
საუკეთესო სურვილებით,
Tatia Gvaramadze
Head of Social Protection Policy Division
Policy Department
144 Ak. Tsereteli ave., 0159
Tbilisi, Georgia
(Tel: (+995 32) 251 00 37 (0512)
Mob: (+995577)222805
E-mail: tgvaramadze@moh.gov.ge, tatiagvaramadze@gmail.com