| From : | Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | რკინიგზა |
| Cc : | Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge> |
| Received On : | 05.08.2019 09:46 |
2019 წლის 9 ივლისს საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა ბატონმა ვიტალი გიორგაძემ მიმართა როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს, ისე სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორს ბატონ ბატონ დავით ფერაძეს კოლექტიური შრომითი დავების გადაწყვეტის მიზნით მედიაციის დაწყების თაობაზე.
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, არსებული კოლექტიური შრომითი დავის რეგულირების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მედიატორთა რეესტრიდან შეირჩა და დაინიშნა მედიატორი. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 25 ნოემბრის N301 დადგენილების მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მედიატორი კოლექტიურ დავაზე დანიშნულად ითვლება მასთან დადგენილების შესაბამისად მედიაციის მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან.
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ კოლექტიური შრომითი დავის მხარეებს 2019 წლის 22 ივლისს წერილობით აცნობა დავაზე მედიატორის დანიშვნის თაობაზე.
მიუხედავად მედიატორის არაერთგზის მცდელობისა დღემდე რკინიგზის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მედიატორს შორის შეხვედრა არ შემდგარა. შესაბამისად, მედიაციის პროცესი შეწყდა.
მოვუწოდებთ მხარეებს მონაწილეობა მიიღონ შემათანხმებელ პროცედურებში და დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან.
მხარეების თანხმობისა და მომართვის შემთხვევაში კი სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს ჩაერთოს პროცესში და განმეორებით დანიშნოს მედიატორი.