თამუნა, გამარჯობა, ერთ საკითხზე მინდა შენი შეწუხება.
ამჟამად, პორტიჯთან ერთად, ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორი. ამ ინსტიტუტში ჩვენ ძირითადად ვახორციელებთ აუტიზმის პროგრამას, რომელიც მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამით ფინანსდება (ძირითადი შემოსავლის წყარო) და ასევე, მშობლების სურვილის შემთხვევაში, გვაქვს დამატებითი ოკუპაციური, ენა-მეტყველების თერაპიის და ფსიქოლოგიური მომსახურების მცირე კომპონენტიც.
ამ ყველაფერში, როგორც სახელმწიფო სიპი ვიხდით დღგ-ს გადასახადს, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს სამედიცინო მომსახურების პორტალზეც გავიარეთ რეგისტრაცია. მულტიგუნდში ექიმის მომსახურებაც გვაქვს და ისედაც ვთლით, რომ შშმ ბავშვების სარეაბილიტაციო მომსახურება დღგ-სგან თავისუფალი უნდა იყოს.
წინასწარი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე შევიტანეთ მოთხოვნა შემოსავლების სამსახურში, ამ სამსახურმა საკითხის განხილვის შემდეგ, შეკითხვა გადმოაგზავნა ჯანდაცვის სამინისტროში, თუ რამდენადაა ამ ტიპის მომსახურება ჯანდაცვასთან ასოცირებული და თქვენგან ელიან პასუხს.
თუ არ შეწუხდები, იქნებ მოიკითხო ეს საკითხი.
ვფიქრობ, რომ იმ ინიციატივის ჭრილში, რომელიც ახლა სამინისტროს აქვს აბილიტაცია-რეაბილიტაციის პროგრამების გაუმჯობესების თვალსაზრისით, ამგვარი საკითხების პოზიტიურად გადაწყვეტაც ძალიან მნიშვნელოვანია.
მიმოწერაში ქალბატონ თამუნა გაბუნიასაც ვსვამ, რომელსაც პირადად არ ვიცნობ, მაგრამ თქვენი უცხოეული კონსულტანტებისგან, საბინე ჩიკონესა და სუზან აითელისგან ვიცი, რომ ამ თემას ძალიან გულშემატკივრობს და ამიტომ, ქალბატონო თამარ თქვენი მხარდაჭერის იმედიც მაქვს.
საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ შეგხვდეთ,
პატივისცემით
--
ნინო ცინცაძე, PhD
ასოცირებული პროფესორი
ბავშვის განვითარების ინსტიტუტის დირექტორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
Nino Tsintsadze, PhD
Associate Professor
Head of Child Development Institute
Ilia State University