| From : | Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | რაც შევძელი ახალ გაღვიძებულზე |
| Received On : | 29.06.2019 09:41 |
2019 წლიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით, სოციალურ მუშaკთა ასოციაციის ჩართულობით და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით დაიწყო შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის განსაზღვრის ახალი მეთოდოლოგიისა და სისტემის პილოტირების განხორციელება აჭარის რეგიონის იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა.
ახალი მოდელის დანერგვისათვის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) ICF-ის ექსპერტებთან ინტენსიური კონსულტაციების შედეგად ზრდასრული შშმ პირების შეფასებისთვის შერჩეული იქნა ინსტრუმენტი - Disability Assessment Schedule 2.0 (WHODAS 2.0), ხოლო 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვს - MDS. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ბავშვის ფუნქციის შეფასების ინსტრუმენტის სამუშაო ვერსიას, რომელიც შემუშავდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კითხვარის -Model Disability Survey - მოდიფიცირების შედეგად. აღნიშნული ინსტრუმენტი ამ ეტაპზე საჭიროებს სტანდარტიზაციას, რომელსაც შესაბამისი პროექტის ფარგლებში ახორციელებს ა(ა)იპ საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია.
ამავდროულად, საფრანგეთის გავითარების სააგენტოს ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში საპილოტე პროექტის განხორციელება იგეგმება სამცხე-ჯავახეთის რეგიონშიც 2019 წლის ბოლოდან. 1 და 2 ივლისს იგეგმება საფრანეგთის ტექნიკური დახმარების წარმომადგენლებტან და გაეროს ბავშთა ფონდთან ერთად სამცე ჯავახეთში განსახორციელებელი საქმიანობის დეტალური გეგმის შედგენის მიზნით.
სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159