თამარ, თამუნა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ,
შეთანხმებისამებრ გიგზავნით დღევანდელი აუდიო-კონფერენციის მოკლე რეზიუმეს:
1. მოკლევადიანი კურსები - იანვრისთვის შესაძლებელია შემდეგ კურსებზე მიიღოთ საპილოტეს ფარგლებში მსურველები:
- კულინარია,
- ვებტექნოლოგიები,
- ბუღალტერია,
- საოფისე საქმე,
- კონდიტერია
ასევე, ამ კურსებზე, მსურველთა შესაბაიმსი რაოდენობის არსებობისას შესაძლებელი იქნება დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ახალი კურსების დაწყება
ამ კურსებს უახლოეს მომავალში შეგიძლიათ დაამატოთ სხვა კურსები, რომელზეც ასევე შეძლებთ მსურველების მიღებას გარკვეული მინიმუმ რაოდენობის არსებობის შემთხვევაში
2. გრძელვადიანი კურსები - პირველ ეტაპზე თებერვალში გაქვთ პროცედურების დაწყება და მაისში უშუალოდ სწავლის დაწყების შესაძლებლობაა. აქ წინასწარ გარკვეულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ კანდიდატები და ასევე, გამოცდებიც უტარდებათ. მომდევნო ნაკადი გექნებათ სექტემბერში.
ამ კურსების ჩამონათვალი გვჭირდება და ასევე, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ მსურველები
3. საერთო უნარები - აქ ჩემთვისაც იქნება საინტერესო ინფორმაცია, რაზე შეთანხმდებით.
4. ინგლისურის კურსები - მერიიდან ვინ არის საკონტაქტო, რომ გავარკვიოთ დეტალები.
5. განათლების სამინისტროდან ვინ იქნება საკონტაქტო, რომ დეტალებზე შეეხმიანონ პილოტის განმახორციელებლები.
მიმოწერაში ვსვამ პილოტის განმახორციელებლებს მარის და მაიას.
მადლობა წინასწარ!
სოფო
|
საქართველოს პარლამენტი / Parliament of Georgia
რუსთავალის
გამზ. 8 / 8 Rustaveli ave.
თბილისი. საქართველო / Tbilisi. Georgia
www.parliament.ge
|
სოფო კილაძე
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
Sophie Kiladze
Chairperson of Human
Rights and Civil Integration Committee
T: +995 (322) 28 15 21
|