| From : | Madonna Kharebava <madonnakharebava@yahoo.com> |
| To : | tbarkalaia@moh.gov.ge |
| Subject : | პრეზენტაცია- ასოციაცია ,,დეა" |
| Received On : | 22.02.2019 08:55 |
| Attachments : |
ქალბატონო თამარ,
მოგესალმებით.
ასოციაციას ,,დეა“ გიწვევთ კვლევის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონათა და ქალთა მიმართ ძალადობის ძირითადი ასპექტები“ შედეგების პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართება ამა წლის 27 თებერვალს, 15:00 საათზე ქ. თბილისში, სასტუმრო რუმსში. (მისამართი: თბილისი, მერაბ კოსტავას ქ.#14 ).
კვლევა ჩატარდა პროექტის „ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა“ ფარგლებში.
კვლევის ავტორია ჩარიტა ჯაში.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტის ძირითადი განმახორციელებელი ორგანიზაციაა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, თანაგანმახორციელებელია ასოციაცია ,,დეა“.
პრეზენტაციის ფინანსური მხარდამჭერია გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის წარმომადგენლობა საქართველოში.
თანდართულ დოკუმენტებში გთხოვთ, გაეცნოთ პრეზენტაციის განრიგს, რელიზს და დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა.
პატივისცემით,
მადონა ხარებავა
საუკეთესო სურვილებით
მადონა ხარებავა
აღმასრულებელი დირექტორი
ასოციაცია ,,დეა"
Best regards,
Madonna Kharebava
Executive Director Association of Disabled Women and
Mothers of Disabled Children DEA
3 Lazi St, Zugdidi, 2100, Georgia
Mobile: + 995 (577) 45 45 88
E-mail: madonnakharebava@yahoo.com;
madonnakharebava@gmail.com
W/P: www.dea.org.ge