| From : | SDGs Secretariat <sdgcouncil@gov.ge> |
| To : | SDGs Secretariat <sdgcouncil@gov.ge> |
| Subject : | ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) ანგარიშის საბოლოო ვერსია |
| Cc : | Giorgi Sakhokia <gsakhokia@gov.ge>; Ana Kvernadze <akvernadze@gov.ge>; Giorgi Bobghiashvili <gbobghiashvili@gov.ge>; Natia Tsikaradze <ntsikaradze@gov.ge> |
| Received On : | 05.06.2020 18:04 |
| Attachments : |
ძვირფასო საბჭოს წევრებო,
როგორც თქვენთვის ცნობილია, წელს, საქართველო წარადგენს
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ ქვეყნის ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR) რიგით მეორე ანგარიშს 2020 წლის მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე (HLFP) რომელიც გაიმართება ივლისში, გაეროს შტაბბინაში.
აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათშორის საბჭოს
სამდივნომ დაასრულა მუშაობა ანგარიშის საბოლოო ვერსიაზე, რომელშიც ჩართულები იყვნენ ექსპერტები და შესაბამისი სამინისტროების თანამშრომლები. ანგარიშის პირველადი ვერსია გაიგზავნა სამუშაო თემატური ჯგუფების თითოეულ წევრთან, მათ შორის
თქვენი უწყებების წარმომადგენლებთან ვინც უშუალოდ არიან ჩართულნი სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში. ასევე, ანგარიში ხელმისაწვდომი იყო მდგრადი განვითარების მიზნების ვებგვერდზე (www.sdg.gov.ge)
საჯარო კონსულტაციებისთვის.
კონსულტაციების ფარგლებში სულ შემოვიდა:
·
დაახლოებით 200 კომენტარი;
·
20-მდე ორგანიზაციიდან (მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებიდან)
კონსულტაციების შედეგად მიღებული უკუკავშირი განხილული იქნა სამდივნოს და შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მიერ და შესაძლებლობის ფარგლებში აისახა ანგარიშის
საბოლოო ვერსიაში.
აქვე გაცნობებთ, რომ ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვა წარიმართა სამთავრობო პროგრამისა და მისი რეფორმების დღის წესრიგის შესაბამისად სამი პრიორიტეტული მიმართულებით
- ეკონომიკური განვითარება; ადამიანური კაპიტალის განვითარება და სოციალური კეთილდღეობა; დემოკრატიული მმართველობა. ანგარიში დაფუძნებულია მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ დოკუმენტში წარმოდგენილი ამოცანებისა და ინდიკატორების მიმართულებით არსებულ პროგრესზე
2015-წლიდან 2019 წლის ჩათვლით. უკეთესი ანალიზისთვის დოკუმენტში წარმოდგენილი რაოდენობრივი მონაცემები შევსებულია ინტერვიუების, ეროვნული და სექტორული სტრატეგიებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი ანგარიშებში წარმოდგენილი ინფორმაციით. ანგარიშში დამატებით ყურადღება
გამახვილებულია ქვეყნის ძირითად მიღწევებზე, საუკეთესო გამოცდილებაზე, გამოწვევებსა და იმ საკითხებზე, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს გაუმჯობესებას.
ამ ყოველივეს გათვალისწინებით, თანდართული დოკუმენტის სახით, გიგზავნით
ანგარიშის საბოლოო ვერსიას და ასევე მის სტატისტიკურ დანართს.
მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათშორისი საბჭოს დებულების (დამტკიცებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის, 2020 წლის, 23 იანვრის
#14 ბრძანებით) მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტის თანახმად, გთხოვთ, განიხილოთ ანგარიში და 2020 წლის
10 ივნისის ჩათვლით მოგვაწოდოთ თქვენი შენიშვნები/კომენტარები.
შენიშვნების/კომენტარების არ წარმოდგენა ჩაითვლება ანგარიშის დადასტურებად და დოკუმენტი საბჭოს მიერ მიღებულად ჩაითვლება
10 ივნისის დღის ბოლოს.
მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის.
პატივისცემით,
|
მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს სამდივნო
SDGs Council Secretariat
Administration of the Government of Georgia
7, Ingorokva str., 0114, Tbilisi, Georgia
M: +995 577209969 |
|