მ ო ს ა წ ვ ე ვ ი
გვაქვს პატივი მოგიწვიოთ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობით ორგანიზებულ სემინარზე
- „ლტოლვილი ქალების გაძლიერება საქართველოში“.
14 და 15 მარტი, 2019 წელი
სასტუმრო „ქრაუნ პლაზა“
ბორჯომი, ბარათაშვილის ქ. 9
სემინარი მიზნად ისახავს ლტოლვილ ქალთა ინტეგრაციის ხელშეწყობას საქართველოში, კერძოდ კი, სექსუალური და გენდერული ნიშნით ძალადობის სერვისების ურთიერთდაკავშირებას
და მათზე თავშესაფრის
მაძიებელთა,
ლტოლვილთა,
ჰუმანიტარული
სტატუსის
მქონე
პირებისა
და
მოქალაქეობის
არმქონე
პირების ხელმისაწვდომობის გაზრდას.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გენდერული ძალადობისა და ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე ძირითადი უწყებები, რომლებიც მიმოიხილავენ გენდერული
ძალადობის სერვისების განვითარების მიმართულებით უკვე გადადგმულ ნაბიჯებს, მოუსმენენ ლტოლვილი ქალების პერსპექტივას საქართველოში და იმსჯელებენ
თავშესაფრის
მაძიებელთა,
ლტოლვილთა,
ჰუმანიტარული
სტატუსის
მქონე
პირებისა
და
მოქალაქეობის
არმქონე
პირებისთვის ძალადობის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საშუალებებსა და შესაძლებლობებზე.
გთხოვთ, თქვენი მონაწილეობა დაგვიდასტუროთ
12 მარტის ჩათვლით.
იხილეთ დღის წესრიგი თანდართულ ფაილად.
პატივისცემით,
თამარ ლობჯანიძე.
|
Tamar Lobjanidze Cell: (+995) 598 193 931 |