| From : | Tornike Dvali <tdvali@gov.ge> |
| To : | |
| Subject : | მოწვევა სამუშაო შეხვედრაზე |
| Cc : | Natalia Jaliashvili <njaliashvili@gov.ge>; tkuchava@unicef.org; katerinavachnadze@gmail.com |
| Received On : | 10.04.2019 12:33 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორციელებისა და ბავშვის უფლებების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი
კომისიის გაძლიერების მიზნით, მიმდინარე წლის
19-21 აპრილს, სასტუმრო „ლოპოტა სპა რესორტში“ დაგეგმილია სამუშაო შეხვედრის ორგანიზება. შეხვედრა ტარდება გაეროს ბავშვთა ფონდის ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში.
აღნიშნულ შეხვედრაზე განხილულ იქნება გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის ანგარიში და შესაბამისი
რეკომენდაციები, რომლებიც კომისიის ეფექტურობის გაზრდას მიემართება. ამასთან, შეხვედრის ფარგლებში
სახელმწიფო უწყებები წარმოადგენენ პრეზენტაციებს, რომლებიც დაკავშირებული იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებთან.
ამასთან, შეხვედრაზე გაიმართება მსჯელობა კომისიის მუშაობის კუთხით არსებული გამოწვევების და მათი დაძლევის გზების შესახებ. ასევე, ღონისძიებების ფარგლებში მოხდება შეთანხმება კომისიის მიმდინარე
წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგმართავთ თხოვნით, მიმდინარე კვირის განმავლობაში დაგვიდასტუროთ თქვენი დასწრება ან წარმოადგინოთ
თქვენი უწყებიდან/ორგანიზაციიდან შესაბამისი კანდიდატურა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს აღნიშნულ შეხვედრაში. ასევე, სახელმწიფო უწყებებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც გააკეთებენ პრეზენტაციებს სამოქმედო
გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.
ამასთან, გაცნობებთ რომ ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იქნება გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ. გთხოვთ, მოგვაწოდოთ
ინფორმაცია ტრანსპორტირების საჭიროების შესახებ. თბილისიდან გამგზავრება დაგეგმილია
19 აპრილს, 17:00 საათზე, მრგვალი ბაღის მიმდებარე ტერიტორიიდან.
სამუშაო შეხვედრის დღის წესრიგს გაგიზიარებთ მიმდინარე კვირის განმავლობაში.
საუკეთესო სურვილებით,
თორნიკე
|
თორნიკე
დვალი M: +995 577990393 |
|