გამარჯობა,
CRRC-საქართველოს სახელით მინდა, მოგიწვიოთ
კოვიდ-19 მონიტორის მეხუთე ტალღის შედეგების პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართება
ხუთშაბათს, 4 ივნისს, 14:00-დან 15:00 საათამდე.
ყოველკვირეული გამოკითხვის „კოვიდ-19 მონიტორი“ ფარგლებში ეს იქნება მეხუთე პრეზენტაცია, რომელიც შეეხება კოვიდ-19-თან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის: ინსტიტუციების შეფასებას, კოვიდ-19-თან დაკავშირებით მიღებული/გაუქმებული წესების შეფასებას, მოსახლეობის ქცევასა და საფრთხის აღქმას,
დამოკიდებულებას ვაქცინაციის მიმართ, შეხედულებებს დემოკრატიაზე.
კვლევა დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.
კვლევის შედეგები გამიზნულია მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის. ამ ეტაპზე ისინი საჯარო არ არის.
პრეზენტაციის სამუშაო ენაა ინგლისური.
თუ გსურთ პრეზენტაციაზე დასწრება, გთხოვთ, მომწეროთ (
mariam.kobaladze@crrccenters.org) და
დამიდასტუროთ თქვენი ინტერესი ოთხშაბათს, 3 ივნისს, 18:00 საათამდე.
საუკეთესო სურვილებით,
მარიამი
Mariam Kobaladze | Communications Manager
Tel: +995 322 505 290; Cell: +995 599 407 403