From : Mariam Kobaladze <mariam.kobaladze@crrccenters.org>
To :
Subject : მოსაწვევი | კოვიდ-19 მონიტორის მეექვსე ტალღა
Received On : 05.06.2020 14:22

გამარჯობა,

CRRC-საქართველოს სახელით მინდა, მოგიწვიოთ კოვიდ-19 მონიტორის საბოლოო, მეექვსე ტალღის შედეგების პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართება ხუთშაბათს, 11 ივნისს, 14:00-დან 15:00 საათამდე.

„კოვიდ-19 მონიტორი“ ყოველკვირეული გამოკითხვაა, რომელიც ექვსი კვირის მანძილზე გრძელდება  და საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს ფარავს. 

ხუთშაბათს, 11 ივნისს, წარმოგიდგენთ ამ პროექტის ფარგლებში ბოლო, მეექვსე ტალღის შედეგებს, რაც შეეხება შემდეგ საკითხებს: ინსტიტუციების შეფასებას, კოვიდ-19-თან დაკავშირებით მიღებული წესების შეფასებას, ეკონომიკურ შედეგებს, ვირუსის მომავლის აღქმას, მოსახლეობის ქცევას, გენდერული თანასწორობისა და სოციალურ ნორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

კვლევა დაფინანსებულია საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.

კვლევის შედეგები გამიზნულია მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის. ისინი საჯარო გახდება მხოლოდ პროექტის საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც შეაჯამებს გამოკითხვის ყველა ტალღას.

პრეზენტაციის სამუშაო ენაა ინგლისური.

თუ გსურთ პრეზენტაციაზე დასწრება, გთხოვთ, მომწეროთ (mariam.kobaladze@crrccenters.org) და დამიდასტუროთ თქვენი ინტერესი ოთხშაბათს, 10 ივნისს, 18:00 საათამდე.

საუკეთესო სურვილებით,
მარიამი

Mariam Kobaladze | Communications Manager
1 Liziko Kavtaradze Str.Entrance III-IV, First Floor, 0179 Tbilisi, Georgia
Tel: +995 322 505 290; Cell: +995 599 407 403
Follow CRRC: Web | Data | BlogFacebook | Twitter | Github