| From : | Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge> |
| To : | Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Nikoloz Chanadiri (nchanadiri@ssa.gov.ge) <nchanadiri@ssa.gov.ge>; natia chitanava <nchitanava@moh.gov.ge> |
| Subject : | მონღოლეთის დელეგაციის სასწავლო ვიზიტი |
| Received On : | 09.07.2019 12:40 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ დაგვიკავშირდნენ მსოფლიო ბანკის და მონღოლეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან, მონღოლეთის სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებისა და პარლამენტარების საქართველოში სასწავლო ვიზიტთან დაკავშირებით. სასწავლო ვიზიტის ძირითადი თემაა მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმართულებით გამოცდილების გაზიარება (დეტალური ინფორმაცია, გთხოვთ იხილოთ თანდართულ წერილში). ვიზიტის შემოთავაზებული თარიღებია : მიმდინარე წლის 5-9 აგვისტო ან 12-16 აგვისტო.
გთხოვთ, განიხილოთ აღნიშნული წერილი და მომწეროთ თქვენთვის მიზანშეწონილი თარიღები მონღოლეთის დელეგაციის მიღების მიზნით. იმ შემთხვევაში თუ თარიღები თქვენთვის მიუღებელია, გთხოვთ მომწეროთ ალტერნატიული ვადები.
თქვენი პასუხის მიღებისთანავე, გადავაგზავნით ოფიციალურ წერილს ადრესატთან და დავიწყებთ დღის წესრიგის შემუშავებას.
პატივისცემით,
მარიანა მკურნალი
საერთაშორისო ურთიერთობებისა და აპარატის საქმისწარმოების სამმართველოს უფროსი
ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 490942