From : Maia Mtchedlishvili <mmtchedlishvili@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Beka Peradze <bperadze1@gmail.com>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Maia Mikaia <mmikaia@moh.gov.ge>; Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>; Manana Tavtetrishvili <mtavtetrishvili@moh.gov.ge>
Subject : მთავრობის N184 დადგენილებაში ცვლილებების პროექტი
Received On : 27.04.2020 11:11
Attachments :

მოგესალმებით,


როგორც მოგეხსენებათ კვლავ ღიად რჩება საგანგებო მდგომარეობის დროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფლებამოსილების საკითხი. მათ შორის ის საკითხები, რომლებიც  "შრომის უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიღმაა - "ეს კანონი არ ვრცელდება შრომით საქმიანობაზე საგანგებო მდგომარეობისა დროს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად." ამრიგად, ის შრომითი საქმიანობები, რომლებიც წარმოიშვა საგანგებო მდგომარეობის დადგომამდე, თუმცა რიგი წარმოებები განსახორციელებელია საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, რჩება ღიად (მაგ: საურავი, აღსრულება). ასევე რეგულირების მიღმაა დარჩენილი "იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის №112 დადგენილების საკითხი. ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულების შეჩერება, როგორიცაა ტრეფიკინგი თუნდაც საგანგებო მდგომარეობის მოტივით, ალბათ ვერ იქნება გამართლებული, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. 


ზემოაღნიშნული  გარემობების გათვალისწინებით გიგზავნით, “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების განსხვავებული წესების დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის184 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს. აღნიშნულის თაობაზე ასევე საქმის კურსშია საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, რომელიც ჩვენგან ელოდება დადგენილების ცვლილებების პროექტის გაგზავნას განსახილველად. 


პატივისცემით
Sincerely

მაია მჭედლიშვილი
Maia Mtchedlishvili
__________________________________________________________________________________________________________

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო/Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი/Labour Condition Inspecting Department

მის.: ქ. თბილისი, აკ.წერეთლის გამზ.144/No 144 Akaki Tsereteli street, Tbilisi, 0119 

ტელ/Tel: +995 32 2510026 (1416)

მობ/Cell +995 (593) 45 44 64


დაფიქრდი სანამ დაბეჭდავ / Think Before you Print