28 ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეებისთვის მიწის სისტემური რეგისტრაცია
• მიწის სისტემური რეგისტრაციის შემდგომი, ახალი ეტაპი იწყება, რომელიც შეეხება 5 მუნიციპალიტეტს. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან 111 000 ჰა ფართობის მიწაზე საკუთრების უფლება ფაქტობრივად მოწესრიგდება.
• თეთრიწყაროს, გარდაბნის, ქარელის, გორისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების 28 ადმინისტრაციულ ერთეულში, მოქალაქეებს მიწებს სისტემურად დავურეგისტრირებთ. გამოყოფილია 10 მილიონი ევრო.
• 100 000-მდე მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდება ან დაზუსტდება მიწის საკუთრების უფლება. მათ შორისაა საოკუპაციო ხაზთან არსებული სოფელი ნიქოზიც.
• ადგილობრივების უშუალო ჩართულობით შეიქმნება სრულყოფილი საკადასტრო მონაცემთა ბაზა. მოქალაქეებს არ მოუწევთ არანაირი ხარჯის გაღება, იუსტიციის სამინისტრო სრულად მოაგვარებს ამ საკითხს.
• მთავრობას აქვს 3-წლიანი გეგმა, გამოყოფილი ბიუჯეტით, იმისთვის, რომ ქვეყანაში სისტემური რეგისტრაცია საბოლოოდ დასრულდეს. ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებას სოფლებში.
საქონლის ბუნებრივი დანაკარგების ადმინისტრირება
• პანდემიის პირობებში სახელმწიფო მაქსიმალურად ეხმარება კერძო სექტორს. ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას გავამარტივოთ მათი საგადასახადო ადმინისტრირება.
• ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და ქმნის იდეალურ პირობებს, რომ ბუნებრივი დანაკარგები სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში იყოს ჩამოწერილი უმარტივესად.
• მნიშვნელოვნად მარტივდება სასურსათო და საკვები პროდუქციით ვაჭრობის სექტორში საქონლის ბუნებრივი დანაკარგების გადასახადის ადმინისტრირების პროცესი, მცირდება ბიზნესის ხარჯი და დრო.
• გადაიჭრა საკითხი, რომელიც წლების განმავლობაში აწუხებდა ბიზნესს.
- უქმდება საქონლის ჩამოწერის საფასური
- მნიშვნელოვნად მარტივდება ჩამოწერის პროცესი
- სავაჭრო ობიექტისთვის ჩამოსაწერი საქონლის ლიმიტი იზრდება დაფიქსირებული ბრუნვის 1%-მდე
დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის განხორციელება
• შენება უნდა გაგრძელდეს!
• ვახორციელებთ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. ეს ეკონომიკის სისტემური სექტორია, რომელშიც 120 ათასი ჩვენი მოქალაქე პირდაპირ არის დასაქმებული.
• თითოეულ მოქალაქეს, რომელიც იპოთეკური სესხის საშუალებით წლის ბოლომდე შეიძენს საცხოვრებელ სახლს, სახელმწიფო ნაწილობრივ - 4%-ით უსუბსიდირებს იპოთეკურ პროცენტს, 5 წლის განმავლობაში.
• ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ დავეხმარებით სექტორს, რომ შენება გაგრძელდეს, დასაქმებულებმა შეინარჩუნონ სამუშაო ადგილები; დავეხმარებით ჩვენს მოქალაქეებს, რომ მიუხედავად ეკონომიკური კრიზისისა, გაიუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები.
• სახელმწიფო აზღვევს მიმდინარე მშენებლობების დასრულებასაც. იმისთვის, რომ ისევ არ მივიღოთ დაუსრულებელი მშენებლობები - არ დავაზარალოთ 25 ათასი მსესხებელი და სექტორში დასაქმება გაგრძელდეს უწყვეტად.
496 დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებლის გადაცემა
• 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი 21 000-მდე დევნილ ოჯახს გადავეცით.
• მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, დევნილ ოჯახებს 567 უძრავი ქონებასა და საცხოვრებელს უსასყიდლოდ გადავცემთ.
• ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და გაგრძელებაა დევნილებზე ზრუნვის მიმართულებით.
• მიმდინარე წლის ბოლომდე კი, კიდევ 500-მდე დევნილ ოჯახს დავუკანონებთ ფართობებს.