From : Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : მთავრობის მასალები 30.05.
Cc : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Received On : 30.05.2019 12:56

მოგესალმებით ქალბატონო თამუნა, შესათანხმებლად, გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკანონმდენლო საკითხებს: 1. საგარეო 21792 - ,,დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი: კანონიდან ამოდის ,,კომერციულ ატაშეს” თანამდებობა და მის ფუნქციას შეითავსებენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან დესპანები. 2. გარდა ამისა, 20517 ნომრით ატვირთული იყო პარლამენტის ინიციატივა ჯანდაცვის პერსონალზე ძალადობისათვის დასჯადობის შესახებ - ექიმის, ექთნის და ა.შ. პერსონალის ცემა, თავდასხმა შეურაცყოფა და ა.შ. ხდება დასჯადი სპეციალური რეგულაციით, ხოლო აღსრულებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ განსაზღვრულია შსს, თუმცა შსს-მ ატვირთა შენიშვნა - ასეთი ფაქტების მაკონტროლებელ ორგანოდ დაამატეთ ჯანდაცვის სამინისტროცო. ჩვენ ვფიქრობთ ასეთი შენიშვნის ატვირთვას, თქვენი სახელით ქნ თამუნა, ამიტომ, გთხოვთ, თქვენს პოზიციას, რამდენად მისაღებია ასეთი დასკვნა: პასუხი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს N21740 წარმოებაზე ვერ დავეთანხმებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ N21740 (შენიშვნა 20517 ნომრით ინიცირებულ კანონპროექტებზე - „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,სოციალური მუშაობის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“) წარმოებით გამოთქმულ მოსაზრებას „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტში ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისათვისათვის სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილ პირად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი ორგანოს განსაზღვრის თაობაზე. რამდენადაც ადმინისტრაციული გადაცდომის განსჯადობისათვის ამოსავალი წერიტილი უნდა იყოს სამართლდარღვევის შინაარსი და უფლებამოსილი სამსახურის, მისთვის დებულებით მინიჭებული, კომპეტენციები, და არა ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენის ადგილი. საზოგადოებრივი მართლწესრიგის დარღვევა, გამოხატული იქნება ეს ხულიგნობითა თუ სხვა ფორმით, მათ შორის, ისეთიც, რომელიც მიმართულია სამედიცინო პერსონალის თუ სამედიცინო დაწესებულების წინააღმდეგ, წარმოადგენს მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო სტრუქტურის კომპეტენციას და არა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს/მისი კომპეტენტური სამსახურის კომპეტენციას, რომელიც პასუხისმგებელია ექიმის პროფესიულ საქმიანობის ზედამხედველობასა და სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლზე, რა დროსაც, სამინისტროს შესაბამისი სამსახურის კონტროლის ღონისძიებები შემოიფარგლება მხოლოდ სამედიცინო საქმიანობის ხარისხის კონტროლით და არ დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარი სხვა ადმინისტრაციული გადაცდომების/დანაშაულის კონტროლით. პატივისცემით, შორენა Sincerely, Shorena Okropiridze Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia Head of the Legal Drafting Division 144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119 Tel: 77 282881 Mail: shorenao@moh.gov.ge