From : Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : მთავრობის კანონპროექტები - 22.07.2019
Cc : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Received On : 22.07.2019 08:18

მოგესალმებით ქალბატონო თამილა, შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის კანონპროექტებს: 1. მთავრობა 29078 - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით: პროექტით, იხვეწება ნაფიც მსაჯულთა შერჩევისა და შემდგომში, ამ ინსტიტუტის ფუნქციონირების მექანიზმები, მათ შორის, სიახლეს წარმოადგენს ის გარემობა, რომ, კანონპროექტით, ნაფიც მსაჯულების მიერ სასამართლო პროცესში მონაწილეობის გამო მისაღები ანაზღაურება არ იქნება გათვალისწინებული სოციალური დახმარების მიღებისას; 2. ეკონომიკა 28917 - „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტსა და მისგან გამომდინარე: „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები: ცვლილებების მიხედვით, თუ საჯარო მოსამსახურე ან მისი ოჯახის წევრი საჩუქრის მიღების შემდეგ დაადგენს, რომ ამ საჩუქრის ღირებულება აღემატება კანონით დასაშვებ ოდენობას, ან/და თუ გარკვეული მიზეზით შეუძლებელი იყო მის მიღებაზე უარის თქმა, იგი ვალდებულია კანონით აკრძალული საჩუქარი გადასცეს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს; ამასთან, მკაცრი აღრიცხვის ფორმების ნუსხის დამტკიცებასთან, მათ დამზადებასთან, შენახვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებული ფუნქციები გადაეცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს; 3. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში წარმოდგენილი მოქალაქე კახა ყურაშვილის საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსთან“ დაკავშირებით: საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილია სამართალდარღვევათა კოდექსის ახალი ვერსია. პატივსცემით, შორენა