| From : | Ana Buchukuri <abuchukuri@gov.ge> |
| To : | tbarkalaia@moh.gov.ge; gtsotskolauri@moh.gov.ge; ntsatsiashvili@mia.gov.ge; glordkipanidze@justice.gov.ge; ksarajishvili@justice.gov.ge; iabuladze@mes.gov.ge; mmaghlapheridze@moh.gov.ge; gmurvanidze1@gmail.com; sshengelia@pog.gov.ge; gmikautadze@gmail.com; r.kuprashvili@legalaid.ge; nmeladze@legalaid.ge; eskhiladze@ombudsman.ge; ntsikhelashvili@unicef.org; nanachapidze@outlook.com; Ia Chkheidze <ichkheidze@pog.gov.ge>; mgedevanishvili@ombudsman.ge |
| Subject : | მთავრობის განკარგულება - ბარნაჰუსის მოდელის სამუშაო ჯგუფი |
| Cc : | Natalia Jaliashvili <njaliashvili@gov.ge>; Lela Akiashvili <lakiashvili@gov.ge>; Meriko Kajaia <merikokajaia@gmail.com>; Robo Nadiradze <rnadiradze@gov.ge>; Anuki Burduli <aburduli@gov.ge>; Tamar Robakidze <trobakidze@gov.ge>; Guliko Matcharashvili <gmatcharashvili@gov.ge> |
| Received On : | 19.12.2019 09:20 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება და ოფიციალურად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა
ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფციის შემუშავება და ცენტრის
საპილოტე პროექტის დანერგვისა და მიმდინარეობის პროცესის მონიტორინგი.
თითოეულ თქვენგანს გიხდით დიდ მადლობას ამ პროექტის მხარდაჭერისთვის!
გიგზავნით მთავრობის განკარგულებას და ასევე, ცალკე დოკუმენტად მის განმარტებით ბარათს, ინფორმაციისთვის.
თუმცა ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი და ხელშესახები შედეგის მისაღწევად ძირითადი სამუშაოები წინ გვაქვს. სამუშაო ჯგუფის პირველი გაცნობითი შეხვედრა გაიმართება
ორშაბათს, 23 დეკემბერს. დაზუსტებულ დროსა და დღის წესრიგს მოგაწვდით მოგვიანებით.
წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ თითოეულ ჩვენგანს!
საუკეთესო სურვილებით,
ანა ბუჩუკური
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
აპარატის უფროსის მოადგილე
მობ.: +995 577 177 070
ტელ.:
(995 32) 299 09 00 (7070)
From: Ana Buchukuri
Sent: სამშაბათი,
ნოემბერი 26, 2019 წელი 1:15 PM
To: 'tbarkalaia@moh.gov.ge'
Cc: Natalia Jaliashvili
Subject: მთავრობის
განკარგულების პროექტი -
ბარნაჰუსის მოდელის
სამუშაო ჯგუფი
მოგესალმებით,
გიგზავნით საქართველოს მთავრობის განკარგულების
პროექტს „ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფციაზე მომუშავე უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“.
როგორც ძირითადი თქვენგანისთვის უკვე ცნობილია,
საკითხი ეხება ძალადობის (კერძოდ, სექსუალური ძალადობის) მსხვერპლი ბავშვებისთვის ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფციის შექმნას. ცენტრის კონცეფციაზე გარკვეული სამუშაოები უკვე განხორციელებულია (ჯანდაცვის სამინისტროს,
Unicef-ის
და სხვა აქტორების მონაწილეობით). თუმცა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, სამუშაო ჯგუფმა გადაინაცვლოს ოფიციალურ ფორმატში და განესაზღვროს კონკრეტული ვადები დეტალური კონცეფციის შემუშავებისა და შემდგომ უკვე ცენტრის პილოტირების მონიტორინგის
მიზნებისთვის.
ეს მოდელი (რომელიც ე.წ. „ბარნაჰუსის მოდელის“ სახელით
არის ცნობილი) გამომდინარეობს ლანსაროტეს კონვენციის პრინციპებიდან და მიზნად ისახავს,
ძალადობის მსხვერპლ ბავშვს შესთავაზოს ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია. ასევე, ცენტრის მომსახურებამ უნდა უზრუნველყოს კოორდინირებული რეაგირება იმისთვის, რათა მოხდეს მეორეული ვიქტიმიზაციის
თავიდან აცილება; შექმნას ბავშვზე მორგებული, მულტიდისციპლინარული და მულტისექტორული მიდგომა. საბოლოო ჯამში კი, მიდგომამ უნდა უზრუნველყოს
ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის „ერთი ფანჯრის პრინციპით“ სხვადასხვა სერვისის მიწოდება ბავშვის საუკეთესო ინტერესზე მორგებულ გარემოში.
ამ ეტაპზე, როგორც დებულების პროექტითაც ჩანს, საუბარია
უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც შემდგომ უზრუნველყოფს ცენტრის პილოტირების რეჟიმზე მონიტორინგს. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, გარდა დებულებაში მითითებული უწყებებისა/ორგანიზაციებისა, უზრუნველყოფილი იქნება ბავშვთა უფლებების სფეროს არასამთავრობო ორგანიზაციების
ჩართულობა.
პროექტში მითითებული ვადები (ერთი მხრივ, კონცეფციის
შემუშავების და მეორე მხრივ, პილოტირების რეჟიმის) პირობითია და სამსჯელოა, თუმცა მიგვაჩნია, რომ გონივრული უნდა იყოს თითოეული უწყებისთვის. თქვენი მოსაზრებები ამ კუთხითაც გასათვალისწინებელი იქნება.
სამუშაო ჯგუფის შექმნის შემდეგ კრიტიკულად მნიშვნელოვანია
თითოეული უწყების მაქსიმალური ჩართულობა საქართველოს რეალობისთვის რელევანტური და ხელშესახები შედეგების მისაღებად.
ამდენად, გთხოვთ, განიხილოთ აღნიშნული დოკუმენტი თქვენი კომპეტენციის
ფარგლებში და მოგვაწოდოთ მოსაზრებები/შენიშვნები არაუგვიანეს 30 ნოემბრისა, რათა დროულად უზრუნველვყოთ შემდგომი იურიდიული პროცედურები.
შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, ნებისმიერ დროს
დაგვიკავშირდეთ.
გისურვებთ წარმატებულ საქმიანობას და ველით თქვენს
გამოხმაურებას.
საუკეთესო სურვილებით,
ანა ბუჩუკური
საქართველოს პრემიერ-მინისტრის
აპარატის უფროსის მოადგილე
მობ.: +995 577 177 070
ტელ.:
(995 32) 299 09 00 (7070)