From : Davit Bodokia <dbodokia@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : მედრესებთან შეხვედრის შეჯამება
Received On : 04.03.2019 09:26

თამუნა მოგესალმები,

 

როგორც იცი, ბათუმში გაიმართა საკონსულტაციო- საინფორმაციო შეხვედრა მუსლიმური რელიგიური პანსიონატების წარმომადგენლებთან.

 

შენი დავალებისამებრ, მივავლინეთ  აჭარაში მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომელი რომელმაც კიდევ ერთხელ გაახმოვანა ახალი რეგულაციები და ჩვენი პოლიტიკა/ხედვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.  დამატებით, მინდა მოგაწოდო ინფორმაცია იმ თემებთან დაკავშირებით რაც შეხვედრაზე წამოჭრეს:

 

 

1.       პანსიონატებში არ ირიცხებიან მზრუნველობა მოკლებული ბავშვები და არცერთი მათგანი  საჭიროებს სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებას;

2.       აღნიშნულ დაწესებულებებში მოსწავლეები სწავლობენ თანადაფინანსებით (თვეში 50 ლარის ოდენობით);

3.       პანსიონატებს აქვთ ძირითადად საგანმანათლებლო ფუნქცია;

4.       დაწესებულება უზრუნველყოფს რეპეტიტორების მომახურებას ძირითად საგნებში;

5.       პანსიონატებში მეტწილად ირიცხებიან უფროსი ასაკის (X, XI და XII კლასები) ბავშვები. რამდენიმე მათგანში ირიცხება VI კლასიდან (ყველაზე მცირე ასაკის). დიალოგის შედეგად გამოვლინდა, რომ შესაძლებელია ასაკობრივი ზღვარის დაწესება და მოსწავლეების მიღება მხოლოდ X კლასიდან;

6.       ითხოვენ სააღმზრდელო დაწესებულებისგან განსხვავებულ სამართლებრივი ფორმის დადგენას და შესაბამის საკანონმდებლო ნორმების მიღებას( რაც ჩვენი კომპეტენცია არ არის);

7.       ითოვენ აღნიშულ დაწესებულებების დაჯარიმების პროცესის შეჩერებას, სამართლებრივი ფორმის დადგენამდე;

8.       პანსიონების ფუნქციიდან და სამიზნე ჯგუფიდან გამომდინარე, აუცილებელია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მონაწილეობა აღნიშნულ პროცესში, შესაბამისად შეთანხმდნენ კიდევ ერთი შეხვედრის დაგეგმვაზე სადაც იქნებიან წარმოდგენილები აღნიშნული სამინისტროდან.

 

თუ რაიმე დამატებით დაგაინტერესებს გამაგებინე.

 

პატივისცემით,

 

დათო