From : Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>
To : d.metreveli@mrdi.gov.ge; nberianidze@economy.ge; ikvatchantiradze@justice.gov.ge; roboladze@moesd.gov.ge; tdvali@gov.ge; rliparteliani@yahoo.com; surmavatamuna@yahoo.com; Giorgi.chanturidze@gmail.com; nika76k@yahoo.com; ilia.lejava@gmail.com; maiashavishvili@gmail.com; chikhladzemaia@yahoo.com; stskhakaia@glcc.ge; mchelidze@gsmea.ge; levan.gpf@gmail.com; nnanuashvili@bag.ge; employer@employer.ge; achkhikvadze@mes.gov.ge
Subject : მასალები სამუშაო ჯგუფის შეხვედრისთვის /REMINDER
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Karchkhadze, Eka (karchkhadze@ilo.org) <karchkhadze@ilo.org>; Kheladze, Tamar <kheladze@ilo.org>; Nani Bendeliani <nani.bendeliani@unwomen.org>; international@employer.ge; Irma Gelashvili <igelashvili@moh.gov.ge>
Received On : 11.02.2020 06:31
Attachments :

დილა მშვიდობის,

 

როგორც შევთანხმდით, გიგზავნით დღის წესრიგს და სოციალური პარტნიორობის სამმხრივიი კომისიის სამოქმედო გეგმას (თავდაპირველ ვერსიას და 2019 წლის 21 მაისის სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას გადამუშავებულ ვერსიას კომენტარებით).

 

გეგმასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ჩვენი მიზანია, გადავხედოთ კიდევ ერთხელ და განვსაზღვროთ 2020-2021 წლების გეგმის საკითხები, რა გადავიტანოთ, დავამატოთ ან ამოვიღოთ.

 

გარდა ამისა, დღის წესრიგში ჩავსვით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ასოციაციის თავისუფლებისა და ორგანიზაციის დაცვის შესახებ“ N87 კონვენციისა დაკოლექტიური მოლაპარაკების ორგანიზებისა და გამართვაზე უფლებათა პრინციპების გამოყენების შესახებ“ N98 კონვენციის შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის დასკვნების და პირდაპირი მითითებების განხილვა.

 

ეს საკითხი შეეხება რამდენიმე თემას, რომელთან დაკავშირებითაც დაწყებულია კონსულტაციები სოციალურ პარტნიორებთან. წარმოდგენილი მოსაზრებები განსხვავებულია. სამუშაო ჯგუფის მიერ არ არის შემუშავებული საბოლოო რეკომენდაციები სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიისთვის წარსადგენად.

 

ეს საკითხებია:

1. კონსულტაციების გამართვა სოციალურ პარტნიორებთან იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხება პროფკავშირების შექმნისთვის წევრთა მინიმალური რაოდენობის შემცირებას 100-დან 50 წევრამდე და ამ ცვლილების პრაქტიკულ გამოყენებას, ასევე ღონისძიებების გატარებას, თუ დადგინდება, რომ ახალი მინიმალური ოდენობა კვლავ ხელს უშლის პროფკავშირული ორგანიზაციების შექმნას მცირე და საშუალო საწარმოებში.

2. ცვლილების შეტანა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 51-ე მუხლის მე-2 ნაწილში (დაუშვებელია უშუალოდ სამუშაო პროცესის დროს გაფიცვის უფლების გამოყენება იმ დასაქმებულთა მიერ, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან, ან თუ ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია ამ საქმიანობის შეჩერება) და „ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საქმიანობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 6 დეკემბრის №01-43/ნ ბრძანებაში, რადგან ეს ნუსხა მოიცავს მომსახურების ისეთ სახეებსაც, რომელთა შეჩერების შემთხვევაში არ წარმოიშობა საფრთხე პირის სიცოცხლის, პირადი უსაფრთხოებისთვის ან მოსახლეობის ან მისი ნაწილის ჯანმრთელობისთვის.

3. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 50-ე მუხლის გადახედვა (თუ საფრთხე ემუქრება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ბუნებრივი გარემოს უსაფრთხოებას ან მესამე პირის საკუთრებას, აგრეთვე სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობას, სასამართლოს უფლება აქვს გადადოს გაფიცვის ან ლოკაუტის დაწყება არა უმეტეს 30 დღით, ხოლო დაწყებული გაფიცვა ან ლოკაუტი შეაჩეროს ამავე ვადით), რადგან პროფკავშირების მოსაზრებით ასეთი ფორმულირება ძალიან მკაცრია და ნებისმიერმა გაფიცვამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სხვა კომპანიებზე, რომლებსაც საქმიანი კავშირები გააჩნიათ იმ კომპანიასთან, სადაც გაფიცვას აქვს ადგილი.

 

ჩვენი მიზანია, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტისთვის, ერთობლივად და სამმხრივ ფორმატში მივიღოთ გადაწყვეტილება და წარვუდგინოთ კომისიას. 

 

კიდევ ერთხელ გთხოვთ, დამიდასტუროთ დასწრება.

მადლობა!

საუკეთესო სურვილებით,

ლიკა

 

 

                                                                            

 

From: Lika Klimiashvili
Sent: 7 February, 2020 12:20
To: 'd.metreveli@mrdi.gov.ge' ; 'nberianidze@economy.ge' ; 'ikvatchantiradze@justice.gov.ge' ; 'roboladze@moesd.gov.ge' ; 'tdvali@gov.ge' ; 'rliparteliani@yahoo.com' ; 'surmavatamuna@yahoo.com' ; 'Giorgi.chanturidze@gmail.com' ; 'nika76k@yahoo.com' ; 'ilia.lejava@gmail.com' ; 'maiashavishvili@gmail.com' ; 'chikhladzemaia@yahoo.com' ; 'stskhakaia@glcc.ge' ; 'mchelidze@gsmea.ge' ; 'levan.gpf@gmail.com' ; 'nnanuashvili@bag.ge' ; 'employer@employer.ge' ; 'achkhikvadze@mes.gov.ge'
Cc: Tamar Barkalaia ; Tamar Gabunia ; giorgi chavchavadze ; Karchkhadze, Eka (karchkhadze@ilo.org) ; 'Kheladze, Tamar' ; 'Nani Bendeliani' ; 'international@employer.ge' ; Irma Gelashvili
Subject: მოწვევა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე
Importance: High

 

მოგესალმებით,

 

გვსურს მოგიწვიოთ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მიმდინარე წლის 14 თებერვალს.

 

სამუშაო შეხვედრის უპირველესი მიზანია, განვიხილოთ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ შსო- 183, 156 და 189 კონვენციების რატიფიცირების პერსპექტივების შეფასებისას ტექნიკური დახმარების გაწევის საკითხი. სასურველია ერთობლივად შევთანხმდეთ მნიშვნელოვან საკითხებზე (RIA topics). ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან შეხვედრას.

 

გარდა ამისა, ვგეგმავთ განვიხილოთ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სამოქმედო გეგმა, რომელიც ასევე ამ ჯგუფის ფარგლებში გადამუშავდა, თუმცა გასაგები და მნიშვნელოვანი მიზეზების გამო ვერ დამტკიცდა. შესაბამისად, გეგმა საჭიროებს გადახედვას, შეთანხმებას და შემდგომში დამტკიცებას (პროექტს მოგაწვდით მომდევნო კვირის განმავლობაში).

 

ამასთან, შესაძლებლობა გვექნება განვიხილოთ სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც.

 

შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 14 თებერვალს 10 საათზე, სამინისტროს დიდ საკონფერენციო დარბაზში.

 

გთხოვთ, დამიდასტუროთ დასწრება.

 

მადლობა!

 

პატივისცემით   |   Respectfully

 

ლიკა  კლიმიაშვილი | Lika Klimiashvili

 

პოლიტიკის დეპარტამენტის შრომისა და დასაქმების პოლიტიკისა და კოლექტიური შრომითი დავების სამმართველოს უფროსი |Head of Labour and Employment Policy and Collective Labour Disputes Division, Policy Department

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia 

 

აკ. წერეთლის გამზ. 144; თბილისი 0119; საქართველო | 144 Ak. Tsereteli Ave.; Tbilisi, 0119; Georgia

 

ოფისი:| Office: +995 (0322) 251 00 11 (1507)

მობ: |     Cell: +995 (595) 97 77 44

ელ. ფოსტა:| E-mail: lklimiashvili@moh.gov.ge

                                            www.moh.gov.ge