From : Sopo Japaridze <sjaparidze@gov.ge>
To :
Subject : მადლობა და დამშვიდობება
Received On : 12.04.2019 08:30

ძვირფასო კოლეგებო, ამ კომუნიკაციით კიდევ ერთხელ მინდა გადაგიხადოთ დიდი მადლობა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის საქმიანობაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის. მინდა გაცნობოთ, რომ უკვე აღარ ვიკავებ პრემიერ-მინისტრის თანაშემწისა და კომისიის თავმჯდომარის პოზიციას, რადგან ვიცვლი სამსახურს. მაისიდან გადავდივარ სტრასბურგში, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ. ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან მუშაობა. მინდა გისურვოთ წარმატებები და გამოვთქვა სურვილი, რომ ჩვენი ურთიერთობა, იქნება ეს პროფესიული თუ მეგობრული, მომავალშიც გაგრძელდება. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მომწეროთ პირად იმეილზე sophio.japaridze@gmail.com საუკეთესო სურვილებითა და პატივისცემით, Sopio Japaridze Assistant to Prime-Minister on Human Rights and Gender Equality Issues Chair, Inter-Agency Commission on Gender Equality, Violence against Women and Domestic Violence