From : Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : ლიცენზირება
Received On : 10.12.2019 09:14
Attachments :

ქ-ნ თამუნა გიგზავნით მოკლე ინფორმაციას:

 

ლიცენზირების კანონის მიხედვით იმ სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიმართ, რომლებსაც არ აქვთ სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია, 2018 წლის 1 სექტემბრამდე არ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 46​2 მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომა.  ანუ 3000 ლარიანი ჯარიმა 2018 წლიდან უნდა გამოიყენონ ყველა იმ დაწესებულების მიმართ ვისაც არ აქვს ლიცენზია ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათ კოდექსის მიხედვით. ჩვენი ინფორმაციით მარტვილში არის მამა პეტრეს პატრონაჟით არსებული ამბროსი ხელაიას სახ. დაწესებულება, რომელიც წესით უნდა დააჯარიმონ, ასევე, თბილისის ზღვაზე მამა მირიანს ჰქონია დაწესებულება.

რაც შეეხება ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებთან შესაბამისობას ეს გვიწერია ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებში:

 

 2014 წლის 1 იანვრამდე მოქმედი დიდი ზომის ბავშვთა 24-საათიანი მომსახურებები (20-ზე მეტი ბავშვით), რომლებიც სრულად ვერ აკმაყოფილებენ ამ  დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების“ მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ.ა.ბ“, „გ.ბ.ბ“, „გ.ბ.გ“, „გ.დ“ ქვეპუნქტებით და მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „გ.ა“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, 2020  წლის 1 იანვრამდე გავრცელდეს შემდეგი სტანდარტები:

ა) ბენეფიციართა/აღმზრდელთა თანაფარდობა განისაზღვროს ყოველ 9 ბენეფიციარზე არანაკლებ  ერთი აღმზრდელით;

ბ)  ყოველ საძინებელ ოთახში:

ბ.ა)  უნდა განთავსდეს არაუმეტეს 9 ბენეფიციარი;

ბ.ბ)  თითოეული ბენეფიციარისთვის იყოს ლოგინი და საწოლი;

გ) საპირფარეშო (ვენტილაციით), საშხაპე, პირსაბანი (ცივი/ცხელი წყლით) 10 ბენეფიციარზე იყოს არანაკლებ ერთისა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბენეფიციართა შემთხვევაში, აღნიშნული გარემო მორგებული უნდა იყოს ამ კატეგორიის ბენეფიციართა საჭიროებებზე;  

დ) ბენეფიციართა კვებისათვის იყოს საკმარისი სასადილო ფართობი, სასადილო მაგიდასთან (მაგიდებთან) ბენეფიციარის ინდივიდუალური ადგილი და სკამი, იქონიოს და გამოიყენოს სათანადო რაოდენობის ჩაისა და სადილის ჭურჭელი (მაგ.: თეფშები, ფინჯნები, ლანგრები და სხვა) უჟანგავი ლითონის კოვზები, დანები და ჩანგლები.

ჩვენ შშმ მცირე საოჯახოს და მიუსაფრების სტანდარტების ცვლილებასთან ერთად  ვადა გადაგვაქვს  2022 წლის 1 იანვრამდე. პროექტი შევათანხმეთ დაინტერესებულ მხარეებთან, მცირედი კომენტარები აქვთ, არარსებითი და უახლოეს მომავალში ავტვირთავთ.

 

გიგზავნით ლიცენზირებულ საპატრიარქოს სახლებს, მედრესეები ლიცენზირებული არ გვყავს, ასევე ბავშვზე ზრუნვის სტანდარტს კომენტარებით

 

 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

 

 

Tatia Gvaramadze

 

Head of Social Protection Policy Division

Policy Department

Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia

 

Tel: 2510037 (0512)

         577222805

E-mail: tgvaramadze@moh.gov.ge

               tatiagvaramadze@gmail.com