| From : | Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Subject : | კომპენსაციის კანონზე |
| Received On : | 13.06.2019 07:39 |
ქ-ნ თამუნა, გიგზავნით მოკლე ინფორმაციას ძალოვნების კომპენსაციის გაანგარიშების შესახებ. ფრჩხილებში მივაწერე დაახლოებით ვინ არიან ეს კატეგორიები:
კომპენსაციის გაანაგარიშების პრინციპები ძალოვნებისთვის:
65 წლის ან 65 წელზე მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში – პენსიის ოდენობას დამატებული:
ა) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის ან უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის (ძირითადად რიგითები, სერჟანტი, უმცროსი სერჟანტი, ზემდეგი) – შესაბამის ორგანოებში ნამსახურობის წლების 2 ლარზე ნამრავლი;
ბ) სამხედრო სამსახურის უმცროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის (უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი) – ნამსახურობის წლების 5 ლარზე ნამრავლი;
გ) უფროსი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის (მაირორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი) – ნამსახურობის წლების 10 ლარზე ნამრავლი;
დ) უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისათვის ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის (გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, გენერალ-პოლკოვნიკი) – ნამსახურობის წლების 15 ლარზე ნამრავლი.
კომპენსაცია რომ დაინიშნოს ძალოვანმა სავალდებულო მოთხოვნაა ნამსახურობის მინიმუმ 20 კალენდარული წელი ჰქონდეს.
რაც შეეხება ბიუჯეტის საშუალოვადიან გეგმას:
2019 წელს ამ მიზნისთვის გათვალისწინებული გვაქვს - 113 მილიონი ლარი და 2020-2021-2022 წლებში 115 მილიონი ლარი.
პატივისცემით,
Tatia Gvaramadze
Head of Pension and Social Assistance Division
Social Protection Department
Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Tel: 2510037 (0512)
577222805
E-mail: tgvaramadze@moh.gov.ge