| From : | Nino Veltauri <nveltauri@moh.gov.ge> |
| To : | Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge> |
| Subject : | კომპენსაციების გადარიცხვა |
| Cc : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> |
| Received On : | 11.06.2020 09:56 |
ბატონო ბექა,
გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით კომპენსაციის მიმღებ პირთა რეესტრში სულ დარეგისტრირებულია 131 992 თვითდასაქმებული. აქედან 300 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია უკვე გაიცა 66 660 პირზე.
რაც შეეხება იმ კითხვას, თუ რატომ აქვს კომპენსაციის მიმღებ თვითდასაქმებულების ერთ ნაწილს უკვე ჩარიცხული კომპენსაცია და მეორე ნაწილს ჯერ არა, ამას განაპირობებს ბევრი ფაქტორი:
- კომპენსაციების ჩარიცხვა ხდება ეტაპობრივად, რეგისტრაციის თარიღების მიხედვით, და შესაბამისად თანხებიც ეტაპობრივად აისახება მოქალაქეთა ანგარიშებზე.
- მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ისაა, რომ შემოსავლებში რეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის გაცემა ხდება კომისიის გარეშე, ხოლო არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებზე მსჯელობს კომისია. კომისიის გადაწყვეტილებით ვისი განცხადებაც დაკმაყოფილდა, მათზე ეტაპობრივად მოხდება თანხების ჩარიცხვა. პირველი კომისიის უკვე გადაირიცხა, მეორე კომისიის დადებით განცხადებებზე ჩაირიცხება ყველაზე გვიან ორშაბათს და ასე გაგრძელდება ეტპობრივად. თუმცა არის განცხდებები, რომელთა დოკუმენტაცია არ არის სრულყოფილად წარმოდგენილი და რომლებსაც მიეცემათ დაზუსტების საშუალება - მათ გაეგზავნათ და კიდევ გაეგზავნებათ შეტყობინებები. ასევე არის განცხადებები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ პირობებს და მათზე კომისია ჯერ კიდევ მსჯელობს. თუმცა საჯაროდ არ ვამბობთ იმას რომ განცხადებები პირობებს ვერ აკმაყოფილებენ. ვამბობთ, რომ მიმდინარეობს დამუშავება.
შემოსავლის გარეშე დარჩენილი დასაქმებულები, რომლებსაც გადაერიცხათ 200 ლარიანი დახმარება, მათი რიცხვი შეადგენს 90 802.
ასევე საყურადღებოა ის, რომ სააგენტო კი რიცხავს ფულს, მაგრამ მოქალაქეებს საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები, მაგალითად ანგაირში გააუქმეს მას შემდეგ, რაც პორტალზე დარეგიტრირდნენ და თანხები უკან დაგვიბრუნდა. ასეთ მოქალაქეებსაც მიუვათ შეტყობინება რომ საბანკო ანგარიშებთან პრობლემები მოაგვარონ.
პატივისცემით
ნინო ველთაური