| From : | Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Giorgi Bunturi <gbunturi@moh.gov.ge>; Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>; Irma Gelashvili <igelashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | კვიპროსი - ცირკულარული მიგრაცია (!)ტექსტი - შეზღუდული, შიდა-სამსახურებრივი სარგებლობისთვის(!) |
| Received On : | 10.12.2019 13:24 |
| Attachments : |
მოგესალმებით!
გაცნობებთ, რომ მივიღე კვიპროსთან ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების ჩვენს მიერ შემუშავებულ პროექტზე, კვიპროსის მხარის კომენტარები.
დოკუმენტი ოფიციალურად სამინისტროში ჯერ არ შემოსულა; მიღებისთანავე მოგეწოდებათ ოფიციალურად, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ შესაბამისი უწყებათაშორისი კომუნიკაცია, საქართველოს მხარის საპასუხო (შესაძლოა საბოლოო) პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.
დროის მოგების მიზნით, გიგზავნით მეილით მიღებულ დოკუმენტს განსახილველად, რათა ჯერ ჩამოყალიბდეს ჩვენი სამინისტროს პოზიცია კვიპროსის მხარის კომენტარების გათვალისწინებით, სანამ სხვა უწყების კოლეგებს საჭიროებისამებრ ჩავრთავთ პროცესში.
ცირკულარული შრომითი მიგრაციის გაცხადებული პრიორიტეტიდან და ა.წ. ივნისიდან მიღებული მითითებებიდან გამომდინარე, როგორც იცით, ცირკულარული შრომითი მიგრაციის კუთხით ინტენსიური სამუშაო წარიმართა და გრძელდება პარტნიორ ქვეყნებთან, რის შედეგადაც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე ხელშეკრულებაზე ერთდოულად მუშაობის საჭიროება... მოლოდინია, რომ ქართული მხარის მიზეზით თანამშრომლობის პროცესი არ შეფერხდება და დროულად წარიმართება.
ამჟამად ვმუშაობთ:
- გერმანიასთან სეზონური დასაქმების თაობაზე შეთანხმების ტექსტზე (გასაგზავნია პოზიცია მიმდინარე კვირის ბოლომდე; დოკუმენტი დამუშავდა ჩემს მიერ, მიმდინარეობს შესაბამისი სამმართველოების და კოლეგების მიერ მისი შემდგომი გადახედვა, რისი დასრულებისთანავე ტექსტი გაეგზავნება იურიდიულ დეპარტამენტს);
- ბულგარეთთან ძალაში შესული შეთანხმების საიმპლემენტაციო პროცედურების ტექსტზე (გასაგზავნია პოზიცია მიმდინარე წლის ბოლომდე; შესაბამისი სამმართველოების დონეზე დასრულებულია მუშაობა, ველოდები შეჯერებული პოზიციის ამსახველ დოკუმენტს, რომელზეც საბოლოო გადაწყვეტილებისთვის იმუშავებენ შესაბამისი მინისტრის მოადგილეები);
- კვიპროსთან შეთანხმების ტექსტი (გასაგზავნია პოზიცია შეძლებისდაგვარად დროულად).
გთხოვთ, განიხილოთ თანდართული დოკუმენტი თქვენი კომპეტენციის ფარგლებში და მომაწოდოთ მოსაზრებები (მათ შორის, საჭიროებისამებრ, ტექსტში ასასახი ცვლილებები, არსებობის შემთხვევაში კომენტარები და შეკითხვების ჩამონათვალი, თუკი რაიმე გამოვლინდა ღია საკითხად და/ან გვაინტერესებს განმარტების მიღება კვიპროსული მხარისაგან).
გმადლობთ თანამშრომლობისთვის!
საუკეთესო სურვილებით,
თეა ახვლედიანი