| From : | Gender Equality Council/გენდერული საბჭო <gendercouncil@parliament.ge> |
| To : | |
| Subject : | კანონპროექტი ქალთა შრომითი უფლებების შესახებ - სამუშაო შეხვედრა, 11 აპრილი, 15:00 საათი |
| Received On : | 01.04.2019 12:10 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ფარგლებში, საბჭოს წევრის, ბატონი დიმიტრი ცქიტიშვილის ინიციატივით მომზადდა კანონპროექტი ქალთა შრომითი უფლებების შესახებ. აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა უკვე გაიმართა და შენიშვნა-რეკომენდაციები შეძლებისდაგვარად აისახა პროექტში.
გიგზავნით კანონპროექტის განახლებულ ვერსიას და, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ დამატებითი შენიშვნები არაუგვიანეს 7 აპრილისა.
ასევე, გაცნობებთ, რომ კანონპროექტის განახლებული ვერსიის განსახილველად 11 აპრილს, 15:00 საათზე გაიმართება სამუშაო შეხვედრა პარლამენტში (A კორპუსი, ოთახი 307).
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ შეხვედრაში მონაწილეობა და არსებობის შემთხვევაში, გამოგვიგზავნოთ დამატებითი შენიშვნები.
საუკეთესო სურვილებით,
გენდერული თანასწორობის საბჭო| Gender Equality Council
საქართველოს პარლამენტი | The Parliament of Georgia
ელ-ფოსტა: | E-mail: gendercouncil@parliament.ge
ვებ გვერდი: | Web page: http://www.parliament.ge