| From : | SDGs Secretariat <sdgcouncil@gov.ge> |
| To : | tbarkalaia@moh.gov.ge |
| Subject : | კანდიდატურის წარმოდგენა |
| Cc : | dpheikrishvili@moh.gov.ge; Ana Kvernadze <akvernadze@gov.ge>; Giorgi Bobghiashvili <gbobghiashvili@gov.ge>; Natia Tsikaradze <ntsikaradze@gov.ge> |
| Received On : | 25.06.2020 11:12 |
| Attachments : |
ქალბატონო თამილა,
როგორც თქვენთვის ცნობილია, წელს, საქართველო წარადგენს მდგრადი განვითარების მიზნების ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNR)
რიგით მეორე ანგარიშს მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე (HLPF),
რომელიც დაგეგმილია 7-16 ივლისს ვირტუალურ ფორმატში.
საქართველო ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის ანგარიშს წარადგენს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე,
ბატონი ლაშა დარსალია, მიმდინარე წლის 13
ივლისს.
ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, რომელშიც შესაძლებელია მონაწილეობა მიიღონ ქვეყნების დელეგაციის წევრებმა.
გასათვალისწინებელია, რომ თითო ქვეყნიდან დელეგაციაში შესაძლებელია 10
მონაწილის დარეგისტრირება, რომლებსაც წვდომა ექნებათ ვირტუალურ პლატფორმაზე. თუმცა, ვირტუალური პლატფორმის გადატვირთვის თავიდან არიდების მიზნით, წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ დელეგაციის წევრების მონაწილეობას ისე, რომ
მაქსიმუმ 2 მონაწილე იყოს
ერთდროულად ჩართული ერთ ვირტუალურ შეხვედრაში. ყველა დანარჩენ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება ყველა დაგეგმილ ღონისძიებას გაეროს ვებ-კასტით ადევნოს თვალი.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს საქართველოს დელეგაციის შემადგენლობის განსაზღვრა, რათა მოხდეს მათი დარეგისტრირება.
შესაბამისად, გთხოვთ, წარმოადგინოთ
ერთი კანდიდატურა თქვენი უწყებიდან, 29 ივნისამდე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს აღნიშნული ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში.
თანდართული სახით გიგზავნით ECOSOC-ის პრეზიდენტის წერილს, საინფორმაციო ბარათს ღონისძიების შესახებ და დეტალურ დღის წესრიგს (22
ივნისის მდგომარეობით).
პატივისცემით
|
მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს სამდივნო SDGs Council Secretariat Administration of the Government of Georgia 7, Ingorokva str., 0114, Tbilisi, Georgia M: +995 577209969 |
|