| From : | Tamar Basilia <TBasilia@moh.gov.ge> |
| To : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; tmodebadze@ssa.gov.ge |
| Subject : | ინტერპელაცია |
| Cc : | Sopo Belkania <sbelkania@moh.gov.ge>; Mariana Mkurnali <mmkurnali@moh.gov.ge>; Elza Telia <etelia@moh.gov.ge>; Nato Kvernadze <nkvernadze@moh.gov.ge> |
| Received On : | 29.05.2019 12:21 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 31 მაისს მინისტრი ინტერპელაციის წესით მოსმენის მიზნით მიდის პარლამენტში, სადაც უნდა წარდგეს მოხსენებით და უპასუხოს შეკითხვებს სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებზე, კერძოდ:
"1. საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს მათი ნაწილი ავითარებს მოსაზრებას, რომ სოციალური დახმარების განაწილების პრინციპი არ არის სამართლიანი, ხშირია შემთხვევები, როდესაც სოციალურ დახმარებას იღებენ ისეთი პირები, რომლებიც რეალურად მას ნაკლებად საჭიროებენ, ხოლო საჭიროების მქონე პირებს ძალიან ხშირად ეხსნებათ დახმარება, - მაგალითად იმ მიზეზით, რომ ფლობენ ელემენტარულ საყოფაცხოვრებო ნივთებს. რა ვითარებაა რეალურად ამ კუთხით და რა ნაბიჯების გადადგმას გეგმავს სამინისტრო აღნიშნული საკითხის დასარეგულირებლად?
2. როგორ ხდება სამედიცინო დაწესებულებების კონტროლი, განსაკუთრებით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ხარჯების მიზნობრიობის კუთხით?“
გიგზავნით პარლამენტიდან შემოსულ წერილს ზემოაღნიშნულის თაობაზე, ჩვენს მიერ გაგზავნილ პასუხს და ასევე, ბიუროს გადაწყვეტილებას რეგლამენტთან დაკავშირებით.
მოგმართავთ თხოვნით, დაავალოთ შესაბამის დეპარტამენტებს მინისტრისთვის დამატებითი, დეტალური ინფორმაციის მომზადება აღნიშნული თემების ირგვლივ.
მინისტრის პარლამენტში გამოსვლის საათს შეგატყობინებთ მოგვიანებით.
საუკეთესო სურვილებით,
თამუნა
P.S. აქვე გაცნობებთ, რომ 31 მაისს, მინისტრის გარდა, პარლამენტის წინაშე ინტერპელაციის წესით ასევე, წარდგებიან პრემიერ მინისტრი და ცეესკოს თავმჯდომარე (თავიანთ საკითხებზე).
თამარ ბასილია
ანალიტიკის, ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 595 113388