From : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : ინტეგრაცია-რეინტეგრაცია - სამუშაო ჯგუფის შეხვედრა
Received On : 15.09.2019 13:20

თამუნა გამარჯობა;

როგორც შევთანხმდით, პარასკევს მოკლედ ვესაუბრე გიორგი წოწკოლაურს ინტეგრაცია-რეინტეგრაციის თემაზე, ვაცნობე მიგრაციის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის შესახებ, ისევე როგორც 20 სექტემბერს ჩანიშნული სამუშაო ჯგუფის თაობაზე.

შევთანხმდით, რომ კარგი იქნებოდა ჩვენი წინასწარი შეხვედრა ამ დღეებშივე (20-მდე), სამივესთვის მისაღებ დროს (არ მახსოვს შენი მგზავრობის თარიღები...). თუ შეგიძლია მოგვწერო როგორ გირჩევნია ჩვენი შიდა-მოსამზადებელი პროცესის წარმართვა.

აბა დროებითJ

თეა