თამილა, ეთერ მოგესალმებით,
იმედია, რომ თქვენთან ყველაფერი ნორმალურად არის.
გწერთ ორი საკითხის თაობაზე, რომელზეც წინა თვეშიც ვილაპარაკეთ თქვენთან თამილა.
1. პირველი პრობლემა სირიიდან დაბრუნებულ სამ ქალს და მათ შვილებს შეეხებათ. ისინი სირიაში საკუთარ ქმრებს გაყვნენ, არ მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში და საქართველოს საზღვარიც კანონიერად გადმოკვეთეს. ახლა ისინი პანკისის ხეობაში ცხოვრობენ. ეს ქალები მრავალშვილიანი დედები არიან და მძიმე სოციალური და სამედიცინო საჭიროებები აქვთ. განიცდიან გარიყულობას თემის მხრიდანაც. მათი ქმრების გარდაცვალების აღიარებას ვერ მივაღწიეთ და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მარტოხელა დედის პენსიას ვერ აძლევს, რესურსების არ ქონის გამო. მათი საჭიროებები მრავალმხრივია, მე მგონია, რომ კარგი იქნება თუ მათთან სოციალური მუშაკები იმუშავებენ და მათთვის საჭირო სოციალური სერვისების და დახმარების პროგრამებს აქტიურად გამოიყენებენ. ჩვენ შეგვიძლია მათთან კომუნიკაციაში დაგეხმაროთ კიდეც. გთხოვთ, მოგვწეროთ რას ფიქრობთ ამ საკითხზე და როგორ ხედავთ ამ პროცესის ორგანიზებას;
2. ვიცი, რომ ეხლა მიმდინარეობს სოციალური მუშაკების შერჩევის და გაძლიერების პროცესი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვ. ქართლის რეგიონში მოხდეს ადგილობრივი სოციალური მუშაკების რესურსის შექმნა, ვინც აზერბაიჯანული ენა იცის, ადგილობრივია და უფრო მეტი ნდობა ექნება ადგილობრივი თემის მხრიდან. 1+4 საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უკვე ბევრი კურსდამთავრებული გვყავს საქართველოს აზერბაიჯანელებს შორის. არიან ძალიან კარგი და მოტივირებული გოგონებიც. შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს სტაჟირების სისტემა და იდენტიფიცირებული ყავთ საინტერესო ახალგაზრდები. იქნებ ამ რესურსის გათვალისწინებით, ეთნიკური უმცირესობების საკითხს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ და პროაქტიულად იმუშავოთ ამ თემში სოციალური მუშაკების რესურსების შექმნაზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო (მათ შორის, ადრეული ქორწინების, ოჯახში ძალადობის, სახელმწიფო სერვისების შესახებ დაბალი ცოდნის პრობელემები) კარგი და საკმარისი სოციალური მუშაკების რესურსის შექმნა და გამოყენება ამ გამოწვევებს ადეკვატურად უპასუხებს. ამ პროცესშიც თუ ჩვენი დახმარება დაგჭირდათ, მათ შორის, საინტერესო კანდიდატების მონიშვნის ან პრობლემების იდენტიფიცირების კუთხით მზად ვართ დაგეხმაროთ.
დავედელობით თქვენს პასუხებს.
პატივისცემით და საუკეთესო სურვილებით,
თამთა
Tamta MIKELADZE
Director of Equality Policy Programme
Human Rights Education and Monitoring Center (EMC)
M: +995 599 155 977 P: +995 32 2 23 37 06
A: I. Abashidze str N12b; 0179 Tbilisi, Georgia