From : Irma Aladashvili <ialadashvili@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : თხოვნა შეხვედრასთან/ვიზიტთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხების თაობაზე
Cc : Meri Maghlapheridze <mmaghlapheridze@moh.gov.ge>
Received On : 28.11.2019 13:23

მოგესალმებით, ქალბატონო თამუნა,

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, ფონდის სამი წარმომადგენელი (მერი მაღლაფერიძე, ირმა ალადაშვილი და თამარ კეპულაძე) მონაწილეობას იღებს ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საკითხებზე თანამშრომლობის გაძლიერებასთან („Strengthening stakeholder collaboration for the prevention of violence against children in priority countries”) დაკავშირებულ შეხვედრაში, რომელიც იმართება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის ორგანიზებით  2020 წლის 13-15 იანვარს ტალინში (ესტონეთი).  იმის გათვალისწინებით, რომ ფონდის ფარგლებში იგეგმება ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრების („ბარნაჰუსის“ მოდელით) შექმნა დონორი ორგანიზაციის (UNICEF) მხარდაჭერით 2020 წლიდან, მიზანშეწონილია, ტალინში ვიზიტი გამოვიყენოთ იმ მიზნითაც, რომ გავეცნოთ „ბარნაჰუსის“ ესტონურ მოდელს, ასეთ დაწესებულებაში ვიზიტით და ასევე გავეცნოთ ბავშვზე ზრუნვის ესტონურ სისტემას და მათ გამოცდილებას ამ მიმართულებით. ამისთვის, ვფიქრობთ, კარგი იქნება, შეხვედრა და ვიზიტი „ბარნაჰუსის“ მოდელით შექმნილ ერთ დაწესებულულებაში დაიგეგმოს 2020 წლის 16 იანვარს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თუ იქნება შესაძლებელი, გთხოვთ გაგვიწიოთ შესაბამისი დახმარება უფლებამოსილ პირებთან შეხვედრის და ვიზიტის („ბარნაჰუსის“ მოდელით შექმნილ ერთ დაწესებულულებაში) ორგანიზებაში ქ. ტალინში 2020 წლის 16 იანვარს.

 

პატივისცემით,

ირმა ალადაშვილი

 

სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა,

დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის

სამართლებრივი უზრუნველყოფის, საზოგადოებასთან და

დონორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი

მობ.: 577 93 10 12

ელ.ფოსტა: ialadashvili@moh.gov.ge

                   aladashvili_irma@yahoo.com

www.atipfund.gov.ge