| From : | Gender Equality Council/გენდერული საბჭო <gendercouncil@parliament.ge> |
| To : | |
| Subject : | თემატური მოკვლევის ჯგუფების ანგარიშების პრეზენტაცია - 26 სექტემბერი, 12:00 საათი |
| Received On : | 16.09.2019 14:32 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
თემატური მოკვლევების პროცედურა, რომელიც აქტუალური საკითხის შესწავლასა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისთვის რეკომენდაციების მომზადებას ისახავს მიზნად, 2019 წლის პირველ ნახევარში მიმდინარეობდა შემდეგი ორი ჯგუფის ფარგლებში:
- „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ (ჯგუფის მთავარი მომხსენებელი: ნინო წილოსანი)
- „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ (ჯგუფის მთავარი მომხსენებელი: გუგული მაღრაძე)
პრეზენტაცია გაიმართება 26 სექტემბერს, 12:00 საათზე
(რეგისტრაცია 11:30 საათიდან), სასტუმროში „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“
(მისამართი: თბილისი, თელავის ქ. 20).
თემატური მოკვლევის პროცესი გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობის ფარგლებში ხორციელდებოდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
გთხოვთ, იხილოთ თანდართული დღის წესრიგი და დაგვიდასტუროთ თქვენი დასწრება 20 სექტემბრამდე.