ქალბატონო თამილა,
დღეს მანონი ნოზაძესთან გავიარე ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსების გამოცხადების წინაპირობები. სიტუაცია არის შემდეგი:
- კანონმდებლობიდან გამომდინარე გამარტივებული კონკურსის გამოცხადება შესაძლებელია მხოლოდ დირექტორისა და მისი მოადგილის პოზიციებზე. დანარჩენ შტატებზე საჭიროა ჩვეულებრივი კონკურსის გამოცხადება და საკონკურსო კომისიის შექმნა, რომლის თავმჯდომარე უნდა იყოს სიპის დირექტორი და აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი დარგის პროფკავშირების წარმომადგენელი ან თუ ასეთი პროფკავშირი არ არსებობს სასურველია ჩავრთოთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი (დამსაქმებელთა გაერთიანება ან რომელიმე ენჯეო ვინც ამ სფეროში მუშაობს). ასევე დარგის დამოუკიდებელი ექსპერტი - ეს შეიძლება იყოს სამინისტროს წარმომადგენელი. ეს ყველაფერი რეგულირდება საჯარო სამსახურში კონკურსის გამოცხადების წესის მიხედვით, რომელიც სიპების თანამშრომლებზეც ვრცელდება.
შტატების საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რაც უნდა ჩაიწეროს ვაკანსიების განაცხადებში, უნდა შეთანხმდეს კომისიასთანო.
მანონიმ გვირჩია რომ ჯერ გამოვაცხადოთ დირექტორის ვაკანსია გამარტივებული კონკურსით. 3-4 დღის შუალედით გამოცხადდეს მოადგილის ვაკანსიის კონკურსი, და სანამ მოადგილის კანდიდატთან გასაუბრების ეტაპი დადგება, დირექტორი უკვე დამტკიცებული იქნება.
პარალელურად შევკრიბოთ კომისია და მოვილიოთ ყველა პროცედურული საკითხი. შტატით გათვალისწინებულ პოზიციებზე ვაკანსიების გამოსახადებლად.
მეორე დიდი საკითხი არის გამოსაცხადებულ პოზიციებზე ფუნქცია-მოვალეობების შეთანხმება. დღეს შეთანხმების ფურცელი გადავაგზავნეთ ალექსისთან, მაგრამ უკან დაგვიბრუნა შენიშვნებით. დღესვე გასწორებულ ისევ გადავაგზავნი, მაგრამ არ ვიცით თანხმობას რა ვადებში მივიღებთ. აქედან გამომდინარე დიდი ალბათობით 15 იანვარს დირექტორის ვაკანსიის გამოცხადებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ამ შეთანხმებას აქვს ერთი თვის ვადა და ერთ თვეში უნდა მოესწროს ყველა შეთანხმებულ ვაკანსიასზე კონკურსის გამოცხადება.
პატივისცემით
ნინო
--
პატივისცემით
ნინო ველთაური
მთავარი სპეციალისტი
ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის აპარატი
საქართველოს პარლამენტი
მობ: 591 701 311