| From : | Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge> |
| To : | Nani Bendeliani <nani.bendeliani@unwomen.org>; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge> |
| Subject : | ექსპერტები |
| Cc : | Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge> |
| Received On : | 03.07.2019 11:47 |
| Attachments : |
შუადღე მშვიდობის, ნანი!
გვსურს გაცნობოთ, რომ გადავწყვიტეთ აღარ გამოვაცხადოთ ხელახლა და განხილვის შედეგად არჩევანი შევაჩერეთ ნანა ხატიაშვილზე.
გთხოვ, გვაცნობო ჩვენი მხრიდან რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას? გასაუბრება ტარდება ხომ შერჩეულ ექსპერტთან?
მადლობა,
პატივისცემით,
ლიკა
From: Nani Bendeliani
Sent: 3 July, 2019 15:36
To: Lika Klimiashvili
Cc: Nino Meskhi
Subject: RE: მოწვევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტრენინგზე „გენდერი და ეკონომიკა“
ლიკა, მოგესალმებით,
გთხოვთ, იხილოთ ჩამონათვალი იმ ადმაინების ვინც შემოტანეს განაცხადი (მათი CV უკვე მიღებული გაქვთ). როგორც გესაუბრეთ, გთხოვთ, შეგავტყობინოთ როგორ გამოვაცხადოთ ხელახლა.
რაც შეეხება ტრენინგში მონაწილეებს, როგორც გესაუბრეთ, ტრენინგზე მოწვევა განკუთვნილი იყო უფრო მაღალი თანამდებობის თანამშრომლებისთვის. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ნომინირებული კანდიდტაბის CV, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი შეძლებენ ტრენინგში მონაწილეობის მიღებას.
დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის.
პატივისცემით,
ნანი ბენდელიანი
Ms. Nino Cherkezishvili | 46 | F | GEORGIA | GEORGIA | Masters | Not Scored Yet | ||
Mr. Yacine Issoufou | 26 | M | NIGER | NIGER | PhD | Not under Consideration | ||
Ms. Manana Juruli | 74 | F | GEORGIA | GEORGIA | PhD | Not Scored Yet | ||
Mrs. Elene Kanters | 46 | F | NETHERLANDS | GEORGIA | Masters | Not Scored Yet | ||
Mrs. Nana Khatiashvili | 56 | F | GEORGIA | GEORGIA | Masters | Not Scored Yet | ||
Mrs. Inga Kobakhidze | 25 | F | GEORGIA | GEORGIA | Masters | Not Scored Yet | ||
Mr. Shalva Lazariashvili | 41 | M | GEORGIA | GEORGIA | PhD | Not Scored Yet | ||
Mrs. Maka Parjanadze |
From: Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>
Sent: Tuesday, July 2, 2019 2:48 PM
To: Nani Bendeliani <nani.bendeliani@unwomen.org>; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>
Cc: Nino Meskhi <NMeskhi@moh.gov.ge>; Maia Mtchedlishvili <mmtchedlishvili@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>
Subject: RE: მოწვევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტრენინგზე „გენდერი და ეკონომიკა“
ნანი, მოგესალმები!
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ტრენინგს დაესწრებიან შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური პარტნიორობის სამმართველოს თანამშრომელი ნინო მესხი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომელი მაია მჭედლიშვილი.
CV-ების ამბავს მალე შეგატყობინებ.
მადლობა,
პატივისცემით | Respectfully
ლიკა კლიმიაშვილი | Lika Klimiashvili
შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის შრომითი ურთიერთობებისა და სოციალური პარტნიორობის სამმართველოს უფროსი | Head of the Labour Relations and Social Partnership Division at the Labour and Employment Policy Department
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო | Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia
აკ. წერეთლის გამზ. 144; თბილისი 0119; საქართველო | 144 Ak. Tsereteli Ave.; Tbilisi, 0119; Georgia
ოფისი:| Office: +995 (0322) 251 00 11 (1507)
მობ: | Cell: +995 (595) 97 77 44
ელ. ფოსტა:| E-mail: lklimiashvili@moh.gov.ge
From: Nani Bendeliani <nani.bendeliani@unwomen.org>
Sent: 1 July, 2019 15:51
To: Beka Peradze <bperadze@moh.gov.ge>
Cc: Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>
Subject: FW: მოწვევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტრენინგზე „გენდერი და ეკონომიკა“
ბექა, მოგესალმებით,
მოსაწვევი გადავუგზავნეთ ლიკა კლიმიაშვილს (როგორც გენდერთან დაკავშირებულ ძირითად საკონტაქტო პირს) ქვემოთ მითითებულ ტრენინგში მონაწილეობის შესახებ. სამინისტროდან მოწვეული იქნება 2 ადამიანი. გთხოვთ გვაცნობოთ, თქვნ გაინტერესებთ თუ არა მონაწილეობა. ასევე გაცნობებთ, რომ ტრენინგთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს გაეროს ქალთა ორგანიზაცია.
პატივიცემთ,
ნანი ბენდელიანი
From: Nani Bendeliani
Sent: Friday, June 28, 2019 6:26 PM
To: Lika Klimiashvili <lklimiashvili@moh.gov.ge>
Cc: Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Paata Jorjoliani <pjorjoliani@moh.gov.ge>; Irma Gelashvili <igelashvili@moh.gov.ge>; Mehjabeen Alarakhia <mehjabeen.alarakhia@unwomen.org>; Olivia Schmitz <olivia.schmitz@unwomen.org>
Subject: მოწვევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტრენინგზე „გენდერი და ეკონომიკა“
ლიკა, მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაცია იწვევს ორ მონაწილეს ტრენინგზე „გენდერი და ეკონომიკა“ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროდან. ტრენინგი გაიმართება 2019 წლის 15-19 ივლისს კურორტ „ლოპოტას ტბაზე“.
ტრენინგი შემუშავებული და სერტიფიცირებულია გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ. მისი მიზანია ეკონომიკური განვითარების შესახებ ცოდნის ამაღლების ხელშეწყობა. კერძოდ, ეკონომიკური განვითარების ისეთი მიმართულებების, რომლებიც უკეთ ემსახურებიან ადამიანების ყველა ჯგუფის საჭიროებებსა და პრიორიტეტებს - ქალებისა და გოგოების ჩათვლით. ტრენინგის დღის წესრიგის სამუშაო ვერსია თანდართულია. სახელმძღვანელო და დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.unwomen.org/en/digital-library/publications/2017/10/the-un-women-gender-and-economics-training-manual
ტრენინგს წარუძღვება გენდერისა და ეკონომიკის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მკვლევარი, იპეკ იკარაჯანი. იპეკს გენდერისა და ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით როგორც კვლევის, ასევე ადვოკატორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და გაეროს ქალთა ორგანიზაციის კურსის „გენდერი და ეკონომიკა“ მთავარ ავტორს წარმოადგენს.
მოგმართავთ თხოვნით, 2019 წლის 3 ივლისის ჩათვლით, გვაცნობოთ ვინ მიიღებს მონაწილეობას ტრენინგში. სასურველია ისეთი კანდიდატების წარდგენა, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ. ეკონომიკის ცოდნა სავალდებულო არ არის, რადგან ტრენინგი მოიცავს შესავალს ეკონომიკაში, თუმცა აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა და ეკონომიკასა და განვითარებასთან დაკავშირებული ძირითადი ტერმინების ცოდნა ინგლისურად (ინგლისური ტრენინგის სამუშაო ენაა). მონაწილეები სრულად უნდა დაესწრონ ტრენინგის 5 დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია უფლებამოსილი არ არის გასცეს სერტიფიკატი.
მადლობას გიხდით წინასწარ თანამშრომლობისთვის.
პატისივისცემით,
ნანი ბენდელიანი
Nani Bendeliani (+995 32) 222 08 70 Cell: (+995) 599 485 022 |