მოგესალმებით ქალბატონო თამილა,
როგორც სამინისტროს საპარლამენტო მდივანს, შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკანონმდენლო საკითხებს:
1. ეკონომიკა 21493 - "ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ" საქართველოს კანონპროექტი და მისგან გამომდინარე "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი:
საქართველოს მიერ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას მიერთების ოქმით აღებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს მიერ შემუშავებულია „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის შესაბამისადაც, პროდუქტის დემპინგური იმპორტის დროს სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების მიზნით შესწავლის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრა სსიპ - კონკურენციის სააგენტო - ამდენად, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებები იქნეს განხორციელებული სააგენტოს მიერ აღსასრულებელ კანონებშიც.
დღესდღეობით, საგარეო ვაჭრობაში ანტიდემპინგური საკანონმდებლო ბაზის არ არსებობის პირობებში, შესაძლებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდეს უცხო ქვეყნებიდან პროდუქციის დემპინგური ფასებით იმპორტს, რის აღკვეთის ღონისძიებებსაც საქართველო საერთაშორისო ვალდებულების შესაბამისად ვერ მიმართავს. რიგ შემთხვევებში, დემპინგური იმპორტი აფერხებს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ამცირებს დასაქმებულთა რაოდენობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება დაიცავს ადგილობრივ წარმოებას დემპინგური იმპორტით გამოწვეული ზიანისაგან ან ამგვარი ზიანის მიყენების საფრთხისაგან და ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინდუსტრიის განვითარებას;
2. პარლამენტი 21412 - „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“:
კანონს ემატება სპეციალური მუხლი - მოსწავლეთა უსაფრთხო გადაყვანა სკოლის მიერ ორგანიზებულ სასკოლო ღონისძიებებისას, რომელიც ითვალისწინებს დამატებით ტექნიკურ მოთხოვნებს ავტომობილისათვის;
3. შსს 21398 - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის „112“-ის შექმნის თაობაზე“, „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები:
საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, ახალი კანონით ფუძნდება სსიპ - 112, ასევე, ფართოვდება ფოტო/ვიდეო ტექნიკის დამონტაჟებას დაქვემდებრაბულ შენობების ნუსხა და მათ ჩამონათავლს და ტექნიკურ მახასიათებლებს დაადგენს მთავრობა, ხოლო ავტომატური ფოტო ან/და ვიდეოტექნიკის განთავსების/დამონტაჟების ან/და ექსპლუატაციის წესის დარღვევა იქნება დასჯადი ადმინისტრაციული წესით;
4. პარლამენტი 21421 - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები:
ცვლილებით უქმდება არსებული კანონი და ევროკავშირის ახალი დირექტივების შესაბამისად, შემოთავაზებულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფრო მაღალი სტანდარტები;
5. პარლამენტი 21416 - „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები:
,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქტექტრურისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“, რომელიც მიღებულია 2018 წელს, ძალაში შედის 2019 წლის ივნისში, კანონის იმპლემენტაციისთვის ვერ მოესწრო მთელი რიგი ღონისძიებები, ამდენდად საჭიროა მისი გადავადება 2020 წლის სექტემბრამდე.
პატივისცემით,
შორენა
Sincerely,
Shorena Okropiridze
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal Drafting Division
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 77 282881
Mail: shorenao@moh.gov.ge