From : Shorena Okropiridze <sokropiridze@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : ელ-მთავრობის კანონპროექტები - 05.06.
Cc : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
Received On : 05.07.2019 07:23

მოგესალმებით ქალბატონო თამუნა, შესათანხმებლად, გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკანონმდენლო საკითხებს: 1. იუსტიციის უმაღლესი საბჭო 26905 - „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი: სასამართლოს განტვირთვის მიზნით, იცვლება საარბიტრაჟო საქმეებზე სარჩელის წარდგენის პრინციპი - სარჩელის წარდგენა მოხდება მოპასუხის საცხოვრებლის მიხედვით, რაც, ინიცატივის ავტორიების აზრით, გამოიწვევს სააპელაციო საამართლოს განტვირთვას და შესაბამისად, არსებული საქმეების განხილვის პროცესის დაჩქარებას; 2. ეკონომიკა 26669 - ,,დერივატივების პაკეტი“ („ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს და მისგან გამომდინარე: „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;“ „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ;“ “დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;“ „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;“ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ;“ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;“ „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ;“ „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;“ „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე,“ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;“ „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ;“ „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები): საკანონმდებლო პაკეტის მიზნია „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონპრექტით გათვალისწინებული რეგულირების სფეროს ნაწილში მეტი სიცხადისა და განსჭვრეტადობის შემოტანა; 3. ეკონომიკა 25975 - „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი: კანონპროექტის მიზანია ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში განისაზღვროს გემთმფლობელების და ნავსადგურების ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გემისა და ნავსადგურის უშიშროების და გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების წესების დარღვევებზე. აგრეთვე, თევზსაჭერი გემების პასუხისმგებლობა. პატივისცემით, შორენა