მოგესალმებით ქალბატონო თამუნა,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკანონმდენლო საკითხებს:
1. იუსტიცია 25436 - „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანოპროექტები:
პაკეტის მიზანია, ქართული კანონმდებლობის „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის 25 ოქტომბრის კონვენციასთან შესაბამისაობის უზრუნველყოფა, კერძოდ, ცვლილებით შესაძლებელი იქნება არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული არასრულწლოვნის გადაადგილებისა და დაკავების პრევენციას უზრუნველყოფისათვის, პრევენციულ ღონისძიებად ბავშვისათვის პასპორტის ან სხვა სამგზავრო დოკუმენტის გაცემაზე დროებით უარის თქმა ან გაცემული დოკუმენტის მოქმედების დროებით შეჩერება, ამ მიზნით, პაკეტი ითვალისწიბნებს შესაბამის პროცესუალურ ღონისძიებებს.
ასევე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება სანქცია ,,ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების საქმეებზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის”, რომელიც ხდება სოც. სააგენტოს ადმინისტრირებადი
„მუხლი 17313. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა
სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული მშობლის მიერ მეორე მშობლისათვის შვილის გადაცემის შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე შვილთან მეორე მშობლის, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელების ან ბავშვთა საერთაშორისო არამართლზომიერი გადაადგილების/დაკავების საქმეებზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მოთხოვნის შეუსრულებლობა -
გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.“.
ასევე, სამოქალაქო კოდექსში ემატება ტერმინი ,, ბავშვის არამართლზომიერი დაკავება“, ფართოვდება ,,ბავშვის არამართლზომიერი გადაადგილების“ ტერმინი, ასევე, საქართველოს მთავრობას ევალება, კანონის გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში დაამტკიცოს „არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურები“ და ა.შ.
2. პარლმანეტი (ბექა ნაცვლიშვილი) 25791 - „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი:
პროექტით, განიმარტება სამუშაო დრო; სავალდებულოდ დგინდება კვირაში ერთი დასვენების დღე მაინც; კონკრეტდება კრიტერიუმები იმისათვის, რომ დასაქმებულზე გავრცელდეს 48 საათიანი სამუშაო რეჟიმი; ისაზღვრება, თუ რას ნიშნავს ,,დასვენების დრო“და მინიმუმ რამდენს უნდა შეადგენდეს იგი სამუშაოს შემდეგ; პროექტით, ასევე, დგინდება არასრულწლოვანი დასაქმებულებისათვის კვირაში მაქსიმალური სამუშაო დროის ხანგრძლივობა დაა.შ.
3. პარლამენტი 25955 - „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი.
ცვლილების მიხედვით, 2020 წლამდე ხანგრძლივდება საქართველოს მთვარობის ვალდებულებები შემდეგი მამართულებებით:
- მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო - სამეურნეო მიწების გადაცემის პროცედურების ვადები;
- წყალრანირების პროცედურების მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის შემუშავების ვადები;
- ადგილობრივი ნიშვნელობის რესურსების რეგულირების ვადები;
- სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებების სრულად გამიჯვნის მარეგულირებელი ჩარჩოს მომზადების ვადები.
4. პარლამენტი 25799 - ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი:
პროექტის მიზანია არამიზნობრივად და გადაცდომასთან შეუსაბამო შესაძლოდ დასარიცხი დიდი საჯარიმო სანქციების გაუქმება იმ პირებისათვის, ვინც აღმოფხვრა საჯარიმო სანქციის საფუძველი და ხარვეზი, თუმცა ტექნიკური მიზეზებით ვერ მოახერხა აღნიშნულის წარდგენა და დასაბუთება უფლებამოსილიპ ირისათვის.
5. ფინანსები 24607 - „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი:
ცვლილების მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს აუდიტის სამსხური უფლებამოსილი იქნება რეესტრში ასახული ინფორმაციის სისწორის გადამოწმების მიზნით პირისგან/აუდიტორისგან/აუდიტორული ფირმისგან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია დოკუმენტაცია. პირი/აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, თავის მხრივ, ვალდებული იქნება მიაწოდოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია სამსახურს და ასევე, ზუსტება სამსახურის დოკუმენტბრუნვის პროცედურები.
6. პარლამენტი 25797 - „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონების პროექტებს: „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტები:
პაკეტის მიზანია ევროკავშირის კონკურენციის სამართლის ძირითადი პრინციპებთან ქართული საკანონმდებლო ბაზის მეტად დაახლოება.
7. პარლამენტი 25787 - „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები:
კანონპროექტი ახალი მშენებლობების მიმართ ამკაცრებს და უფრო ქმედითს ხდის რეგულაციებს და ამავდროულად ადგენს მექანიზმებს აქამდე არსებული მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღების პირობებს.
8. პარლამენტი 25780 - „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროქეტები:
კანონპროექტით, შეიზღუდება აზარტული თამაშობის, ტოტლიზატორის აზარტული თამაშობის ორგანიზატორის ან/და ტოტალიზატორის ორგანიზატორის შესახებ რეკლამის გავრცელება.
9. სოფელი 24923 - „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ პროექტი:
პროექტით ზუსტება ფშავ - ხევსურეთის დაცული ტერიტორიის საზღვრები.
პატივისცემით,
შორენა