| From : | Donor Coordination Unit <dcu@gov.ge> |
| To : | |
| Subject : | დონორთა ყოველწლიური ფორუმის გადადების თაობაზე |
| Cc : | Natia Mezvrishvili <nmezvrishvili@gov.ge>; Ana Kvernadze <akvernadze@gov.ge>; Tamar Rogava <trogava@gov.ge> |
| Received On : | 04.12.2019 13:43 |
| Attachments : |
პატივცემულო კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ ბატონი გიორგი გახარიას
ხელმძღვანელობით 12 დეკემბერს დაგეგმილი დონორთა ყოველწლიური ფორუმი
გადაიდო, ვინაიდან ახლახანს დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მნიშვნელოვანი ვიზიტი სუამ-ის წევრი ქვეყნების მთავრობათა ხელმძღვანელების სამიტის ფარგლებში, რომელიც გაიმართება უკრაინაში
12-13 დეკემბერს.
აქვე გაცნობებთ, რომ ფორუმი ჩატარდება
2020 წლის 27 იანვრის კვირაში, ხოლო ღონისძიების დღის წესრიგი და სცენარი უცვლელია.
შესაბამისად, გთხოვთ,
არაუგვიანეს 30 დეკემბრისა დაადასტუროთ ღონისძიებაში მონაწილეობა და მოგვაწოდოთ მინისტრების საპასუხო მესიჯები სცენარში წარმოდგენილი კითხვების მიხედვით
15 იანვრისთვის.
ჩატარების ზუსტ ადგილს, თარიღს და დროს შეგატყობინებთ მოგვიანებით.
მთავრობის ადმინისტრაციის სახელით, ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
პატივისცემით,
დონორების კოორდინაციის სამმართველო
|
Donor Coordination Unit |
|